ქალაქი თბილისი , დასახლება დიდი დიღომი , I და III მ/რ-ებს შორის , (ნაკვეთი N1/28)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3205839
- გადაწყვეტილების თარიღი
- 12 აპრილი, 2017
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- დიმიტრი ვაჩნაძე
- ორგანიზაცია
- 43565
- დეველოპერი (ს/კ)
- 205255551
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.06.001.028
- მესაკუთრე
- სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი" (204378869)
- ფართობი
- 3 000 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.06.001.028საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1495228
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 12 აპრილი, 2017
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 0 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 12 აპრილი, 2017ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 მარტის #3177416 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 12 აპრილს №AR1495228 განცხადებით მომართა დიმიტრი ვაჩნაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2017 წლის 30 მარტის #3177416 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 30 მარტის #3177416 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი საბურთალო, დასახლება დიდი დიღომი, I და III მ/რ-ებს შორის, (ნაკვეთი #1/28), შპს „ჰაუსარტ-ლუქსი“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი #01.10.06.001.028), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 30 მარტიდან 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, 2017 წლის 6 მარტის #AR1483504 განაცხადის დარეგისტრირებისას ატვირთულ პროექტის გეგმებზე არ იყო მითითებული ბინების ფართები და ასევე კომერციული ფართები და წარმოდგენილია პროექტის შესწორებული გეგმები. წინამდებარე განაცხადით მოთხოვნილია ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, პროექტის გეგმების ჩანაცვლება, ამავე პროექტის შესწორებული გეგმებით. სამსახურმა შეისწავლა შესაბამისი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა შესაბამისობაშია სამსახურის 2017 წლის 30 მარტის #3177416 ბრძანებასთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 მარტის #3177416 ბრძანებაში და შეთანხმებული პროექტის გეგმები ჩანაცვლდეს 2017 წლის 12 აპრილს №AR1495228 განაცხადით წარმოდგენილი, ამავე პროექტის შესწორებული გეგმებით. სამსახურის 2017 წლის 30 მარტის #3177416 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 მარტის #3177416 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 12 აპრილი, 2017გადაწყვეტილება3205839 - თანხმობა
- 12 აპრილი, 2017ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- gegmebi.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა