ქალაქი თბილისი , ბავშვთა სპორტულ-გამაჯანსაღებელ ქალაქ "მზიური"-ს ტერიტორიიდან
დამკვეთი
- სახელი
- გია კლიმიაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 445449854
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.14.005.160
- მესაკუთრე
- სააქციო საზოგადოება "მზიური აკვა" (202245089)
- ფართობი
- 15 761 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.14.005.160საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სარეკრეაციო
- ქვეზონა
- rz-2
- K1
- 0,2
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1495364
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 12 აპრილი, 2017
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 29 დღე
- რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 11 მაისი, 2017ქალაქის პასუხი
თქვენი 2017 წლის 12 აპრილის AR1495364 განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვთ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემას, გაცნობებთ, რომ საკითხი განიხილულ იქნა “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს” 2017 წლის 20 აპრილის სხდომაზე, სადაც მიეცა უარყოფითი შეფასება ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, ბავშვთა სპორტულ-გამაჯანსაღებელ ქალაქ „მზიური“-ს ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი:#01.14.14.005.160) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალების გაცემაზე, შემდეგი რეკომენდაციებით: • წარმოსადგენია სრულყოფილი დასაბუთება, აუცილებელია წარმოდგენილი იქნეს გარემოს დაცვისა და გენ. გეგმის ჯგუფის პოზიციები. • წარმოსადგენია გენ. გეგმის ჯგუფის პოზიცია და გარემოს დაცვის სამინისტროს პოზიცია; • წარმოსადგენია სრულყოფილი დასაბუთება, წარმოდგენილი იქნეს გარემოს დაცვის სამინისტროს და გენ. გეგმის ჯგუფის პოზიცია. • წარმოდგენილი იქნეს გარემოს დაცვის პოზიცია/გენ. გეგმის ჯგუფის პოზიცია მზიურის სარეკრეაციო ზონაში განაშენიანებასთან დაკავშირებით. ზოგადად, მიუღებელია ამ ადგილზე ყოველგვარი მშენებლობა. საბჭოს რეკომენდაციების თანახმად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის დადებითი პოზიციის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება განაშენიანების რეგულირების გეგმის გემარებით დავალების მოსაპოვებლად წინასაპროექტო კვლევის გაგრძელება; განაშენიანების რეგულირების გეგმის წინასაპროექტო კვლევაის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვარის №59 დადგენილების მუხლი 22. თანახმად (იხ. ქვემოთ). გრგ გეგმარებითი დავალების ალბომის შემადგენლობა და ხარისხობრივი მაჩვენებლები ალბომის სატიტულო მოთხოვნები გრგ დავალების ალბომს უნდა გააჩნდეს: ყდა — სადაც მოცემულია: ტერიტორიის დასახელება, მისამართ(ებ)ი, დაგეგმვის არსი, თარიღი და ადგილი. სატიტულო გვერდ(ებ)ი — სადაც მოცემულია ინფორმაცია: დამკვეთის შესახებ; შემსრულებელის შესახებ; დაინტერესებული სახელმწიფო უწყებ(ებ)ის ან/და მუნიციპალური ორგანოების შესახებ; ჩართული მხარეების შესახებ. სარჩევი — სადაც მოცემულია ალბომის შინაარსი, გრგ ნაწილების და მათი გვერდებზე მდებარეობის მიხედვით. გრგ დავალების ალბომში ყველა ნაწილს, გარდა სატიტულო ნაწილისა, უნდა გააჩნდეს შტამპი, სადაც მითითებული უნდა იყოს მისი განმახორციელებელი პასუხისმგებელი სპეციალისტები და დამოწმებული უნდა იყოს ხელმოწერით მათ მიერ. 1. გეგმარებითი განმარტებითი ბარათი (როგორც www.tas.ge–ზე ასევე, ალბომში) წარმოადგინეთ ველში "განმარტებითი ბარათის ტექსტი" მხოლოდ გრგ-ს დავალების მოკლე აღწერა; განმარტების ნაწილში ცხადად დააფიქსირეთ დაგეგმვის მიზანი; 2. დაგეგმვის მიზანი და ამოცანები (პირველადი მონაცემების ფარგლებში - ტექსტური ნაწილი) გრგ დავალების ალბომის ტექსტურ ნაწილში წარმოადგინეთ გრგ დაგეგმვის მიზნები; გრგ ალბომის დავალების ტექსტურ ნაწილში წარმოადგინეთ გრგ დაგეგმვის ამოცანები; 3. საპროექტო ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილას განთავსებული მინიმუმ A2 ფორმატის საინფორმაციო დაფა (ფოტოები გადაღებული ახლო და შორი მანძილიდან), ისე რომ ბანერზე ასახული ინფორმაცია იკითხებოდეს ა) ინფორმაცია განაშენიანების რეგულირების გეგმის დამკვეთის შესახებ; ბ) ინფორმაცია განაშენიანების რეგულირების გეგმის დამამტკიცებელი ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ; გ) ინფორმაცია დასაგეგმარებელი ტერიტორიის საზღვრების შესახებ; დ) საჭიროების შემთხვევაში წინასაპროექტო კვლევის ჩატარების ვადები; ე) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების განხილვის და დამტკიცების ადმინისტრაციული წარმოების ვადები; ვ) განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების ვადები; ზ) განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვის და დამტკიცების ადმინისტრაციული წარმოების სავარაუდო და შემდგომ დაზუსტებული ვადები (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვარის №59 დადგენილების მუხლი 24.). 4. დაგეგმვის ეფექტიანობის (ხეირიანობის) შეფასება (SWOT) ანალიზი (პირველადი მონაცემების ფარგლებში) (ტექსტური ნაწილი) მათი სამომავლო შედეგები (ეფექტი); გრგ ალბომის ტექსტურ ნაწილში წარმოადგინეთ პროექტის განხორციელების სარგებლიანობის შეფასება კერძო და საჯარო ინტერესების ჭრილში; 5. მიმდებარე ტერიტორიის ანალიზი–საკვლევი ტერიტორიის ჩვენებით; (ტექსტური ნაწილი, ფოტოსურათები, კვლევა) 6. სიტუაციური გეგმა წარმოადგინეთ ნახაზი მასშტაბის დაცვითა და ჩვენებით; წარმოადგინეთ ნახაზი აეროფოტო/ტოპოგრაფიული გეგმის საფუძველზე; წარმოადგინეთ გეგმა საკოორდინატო ბადის ჩვენებით; წარმოადგინეთ გეგმა ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების და საპროექტო ტერიტორიის ქუჩათა ქსელის მონიშვნით; ნახაზზე წარმოადგინეთ შტამპი;</li
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 12 აპრილი, 2017ფაილები აიტვირთა
ზოგი ძველი ჩანაწერი და გრძელი ტექსტის დასასრული აქ არ ჩანს.
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- 01 09 2016 mziuri new.dwg
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა