ქალაქი თბილისი , კამანის ქუჩა N10
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3249075
- გადაწყვეტილების თარიღი
- 8 მაისი, 2017
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 29 მარტი, 2016 – 29 სექტემბერი, 2017
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ირაკლი გოგოხია
- დეველოპერი (ს/კ)
- 405075902
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.15.002.002
- მესაკუთრე
- ელისო კაკულია (P/N: *********64)
- ფართობი
- 551 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.15.002.002საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1497639
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 24 აპრილი, 2017
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 14 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 8 მაისი, 2017ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 29 მარტის №2504874 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 24 აპრილის №AR1497639 განცხადებით მომართა მოქ. ირაკლი გოგოხიამ და მოითხოვა სამსახურის 2016 წლის 29 მარტის №2504874 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 29 მარტის №2504874 ბრძანებით შეთანხმდა: ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, კამანის ქუჩა #10–ში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ: N 01.14.15.002.002, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 29 მარტიდან 2017 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, ზემოაღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტის ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლებში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად მითითებულია 1413.7 კვ.მ ნაცვლად 1413.2 კვ.მ-სა, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად მითითებულია 237.8 კვ.მ ნაცვლად 219.4 კვ.მ-სა, საერთო ფართობად მითითებულია 2655.9 კვ.მ ნაცვლად 2637 კვ.მ-სა. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა 2016 წლის 29 მარტის №2504874 ბრძანების თანდართული +3.00 ნიშნულის საპროექტო გეგმის, 2017 წლის 24 აპრილის №AR1497639 განცხადებით წარმოდგენილი +3.00 ნიშნულის საპროექტო გეგმით ჩანაცვლება. სამსახურმა 2017 წლის 24 აპრილის №AR1497639 განცხადებით წარმოდგენილი შესწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა სამსახურის 2016 წლის 29 მარტის №2504874 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა შესაბამისობაშია შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაციასთან. შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება და 2016 წლის 29 მარტის №2504874 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 29 მარტის №2504874 ბრძანების ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად მიეთითოს 1413.2 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად მიეთითოს 219.4 კვ.მ, საერთო ფართობად მიეთითოს 2637 კვ.მ, ჩანაცვლდეს 2016 წლის 29 მარტის №2504874 ბრძანების თანდართული +3.00 ნიშნულის საპროექტო გეგმა, 2017 წლის 24 აპრილის №AR1497639 განცხადებით წარმოდგენილი +3.00 ნიშნულის საპროექტო გეგმით. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 29 მარტის №2504874 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ -ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 29 მარტის №2504874 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 8 მაისი, 2017გადაწყვეტილება3249075 - თანხმობა
- 24 აპრილი, 2017ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- kamanis q. teq xarvezeb gasworebuli.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა