ქალაქი თბილისი , ქუჩა ნინოშვილი , N 69 , (ნაკვეთი N3/22)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3252270
- გადაწყვეტილების თარიღი
- 18 მაისი, 2017
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ზურაბ აბზიანიძე
- ორგანიზაცია
- 17680
- დეველოპერი (ს/კ)
- 404535035
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.16.01.003.022
- მესაკუთრე
- სააქციო საზოგადოება "შოდა" (202886145)
- ფართობი
- 1 307 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.16.01.003.022საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1498230
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 25 აპრილი, 2017
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 23 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 18 მაისი, 2017გადაწყვეტილება3252270 - თანხმობა
- 18 მაისი, 2017ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 დეკემბრის №3011404 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 25 აპრილის №AR1498230 განცხადებით მომართა ზურაბ აბზიანიძემ და მოითხოვა, ამავე სამსახურის 2016 წლის 22 დეკემბრის №3011404 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 დეკემბრის №3011404 ბრძანებით შეთანხმდა: ქ. თბილისში (სექტორი – ჩუღურეთი), ნინოშვილის ქ. N69-ში (ნაკვეთი N3/22) სს ,,შოდას’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე N04/1 და N03/1 შენობების დემონტაჟისა და მის ნაცვლად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის - ბლოკი "ბ" - განთავსების არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 23 დეკემბრიდან 2018 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2016 წლის 22 დეკემბრის №3011404 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაცაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს ,,ბილდიას" (ს/კ:404535035) დაფიქსირებას. მიწის ნაკვეთის ს/კ: N 01.16.01.003.022 მესაკუთრეს, საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: № 882017292176, მომზადების თარიღი: 2017 წლის 11 აპრილი, 16:33:22) თანახმად, წარმოადგენს შპს შპს ,,ბილდია" (ს/კ:404535035). „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მიწის ნაკვეთის ს/კ: N 01.16.01.003.022, მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,ბილდია" (ს/კ:404535035) და მის მიერ უფლებამოსილი პირი ზურაბ აბზიანიძე სამსახურს მომართავს ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირების მოთხოვნით, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია შეიტანოს შესაბამისი ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 დეკემბრის №3011404 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს ,,ბილდია" (ს/კ:404535035). 2. სამსახურის 2016 წლის 22 დეკემბრის №3011404 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 დეკემბრის №3011404 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა