OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ნინოშვილი , N 69 , (ნაკვეთი N3/22)

AR1498233სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება25 აპრილი, 2017
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3252274
გადაწყვეტილების თარიღი
18 მაისი, 2017
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ზურაბ აბზიანიძე
ორგანიზაცია
17680
დეველოპერი (ს/კ)
404535035

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.16.01.003.022
მესაკუთრე
სააქციო საზოგადოება "შოდა" (202886145)
ფართობი
1 307 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1498233
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
25 აპრილი, 2017
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
23 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 18 მაისი, 2017გადაწყვეტილება3252274 - თანხმობა
  2. 18 მაისი, 2017ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 06 იანვრის №3035563 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 25 აპრილის №AR1498233 განცხადებით მომართა ზურაბ აბზიანიძემ და მოითხოვა, ამავე სამსახურის 2017 წლის 06 იანვრის №3035563 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 06 იანვრის №3035563 ბრძანებით შეთანხმდა: ქ. თბილისში (სექტორი – ჩუღურეთი), ნინოშვილის ქ. N69-ში (ნაკვეთი N3/22) სს "შოდა"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული N 02/1 და N 06/1 შენობის დემონტაჟისა და მის ნაცვლად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის - ბლოკი "გ" - განთავსების არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 08 იანვრიდან 2019 წლის 08 იანვრის ჩათვლით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2017 წლის 06 იანვრის №3035563 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაცაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს ,,ბილდიას" (ს/კ:404535035) დაფიქსირებას. მიწის ნაკვეთის ს/კ: N 01.16.01.003.022 მესაკუთრეს, საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №882017292176, მომზადების თარიღი: 2017 წლის 11 აპრილი, 16:33:22) თანახმად, წარმოადგენს შპს შპს ,,ბილდია" (ს/კ:404535035). „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მიწის ნაკვეთის ს/კ: N 01.16.01.003.022, მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,ბილდია" (ს/კ:404535035) და მის მიერ უფლებამოსილი პირი ზურაბ აბზიანიძე სამსახურს მომართავს ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირების მოთხოვნით, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია შეიტანოს შესაბამისი ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 06 იანვრის №3035563 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს ,,ბილდია" (ს/კ:404535035). 2. სამსახურის 2017 წლის 06 იანვრის №3035563 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 06 იანვრის №3035563 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა