OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ფალიაშვილი , N 87

AR1499083სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება27 აპრილი, 2017
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3236643
გადაწყვეტილების თარიღი
1 მაისი, 2017
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
28 მარტი, 2017 – 28 ივლისი, 2019
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი გიორგაძე
ორგანიზაცია
13579
დეველოპერი (ს/კ)
405127937

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.11.022.004
მესაკუთრე
შპს "ლაბეი დეველოპმენტი" (406048012) (406048012)
ფართობი
1 520 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1499083
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
27 აპრილი, 2017
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
4 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 1 მაისი, 2017ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 მარტის №3173884 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 27 აპრილის №AR1499083 განცხადებით მომართა მოქ. გიორგი გიორგაძემ და მოითხოვა სამსახურის 2017 წლის 28 მარტის №3173884 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 28 მარტის №3173884 ბრძანებით შეთანხმდა: ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, ქუჩა ფალიაშვილი, #87, შპს დომუს-ვაკის პარკის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.14.11.022.004), მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 28 მარტიდან 2019 წლის 28 ივლისის ჩათვლით. ამავე ბრძანების მე-5 პუნქტით დამკვეთს დაევალა, წინამდებარე ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში წარმოადგინოს საპროექტო მიწის ნაკვეთზე გამავალი ხაზობრივი ნაგებობების მესაკუთრეების მიერ გაცემული თანხმობა, დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, ზემოაღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტის მე-5 პუნქტში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ: სამსახურის 2017 წლის 28 აპრილის №AR1499083 ბრძანების მე-5 პუნქტი ,,დაევალოს დამკვეთს, წინამდებარე ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში წარმოადგინოს საპროექტო მიწის ნაკვეთზე გამავალი ხაზობრივი ნაგებობების მესაკუთრეების მიერ გაცემული თანხმობა, დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად’’ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: დაევალოს დამკვეთს, წინამდებარე ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობიდან 90 (ოთხმოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს საპროექტო მიწის ნაკვეთზე გამავალი ხაზობრივი ნაგებობების მესაკუთრეების მიერ გაცემული თანხმობა, დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად’’. სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება და სამსახურის 2017 წლის 28 მარტის №3173884 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 მარტის №3173884 ბრძანებაში და ამავე ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დაევალოს დამკვეთს, წინამდებარე ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობიდან 90 (ოთხმოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს საპროექტო მიწის ნაკვეთზე გამავალი ხაზობრივი ნაგებობების მესაკუთრეების მიერ გაცემული თანხმობა, დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად’’. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 მარტის №3173884 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ -ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 მარტის №3173884 ბრძანებასთან ერთად. 4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 1 მაისი, 2017გადაწყვეტილება3236643 - თანხმობა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა