OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , გამზირი ი.ჭავჭავაძე , N 80 , (ნაკვეთი N1/37) ; ქალაქი თბილისი , გამზირი ი.ჭავჭავაძე , N 80

AR1499316სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება28 აპრილი, 2017- ვაკე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3260919
გადაწყვეტილების თარიღი
16 მაისი, 2017
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
7 აპრილი, 2017 – 7 დეკემბერი, 2017
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ქეთევან ფანცულაია
ორგანიზაცია
27731
დეველოპერი (ს/კ)
400107451

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.10.001.083
მესაკუთრე
შპს მერკური-ვაკე (400107451)
ფართობი
7 084 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1499316
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
28 აპრილი, 2017
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
18 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 16 მაისი, 2017ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 7 აპრილის #3194656 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 28 აპრილს №AR1499316 განცხადებით მომართა ქეთევან ფანცულაიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2017 წლის 7 აპრილის #3194656 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 7 აპრილის #3194656 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი, #80-ში, შპს „მერკური ვაკე“-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე (ნაკვეთის საკ. კოდები: #01.14.10.001.066; #01.14.10.001.066; #01.14.10.001.083), შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით „D” სექტორში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის A, B, და C ბლოკების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 7 აპრილიდან 2017 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით. წინამდებარე განაცხადით მოთხოვნილია ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, პროექტის გეგმების ჩანაცვლება, ამავე პროექტის შესწორებული გეგმებით. ასევე ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად 25545.1 კვ.მ-ის ნაცვლად 25468.11 კვ.მ-ის, საცხოვრებელ ფართობად 13324 კვ.მ -ის ნაცვლად 13323.5 კვ. მ-ის, საზაფხულო ფართობად 2681.4 კვ.მ-ის ნაცვლად 2649.65 კვ.მ-ის, სარდაფის ფართობად 690.5 კვ.მ-ის ნაცვლად 714 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2600 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 4459 კვ.მ-ის ნაცვლად 4377.26 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა შეისწავლა შესაბამისი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა შესაბამისობაშია სამსახურის 2017 წლის 7 აპრილის #3194656 ბრძანებასთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 7 აპრილის #3194656 ბრძანებაში და შეთანხმებული პროექტის გეგმები ჩანაცვლდეს 2017 წლის 28 აპრილის №AR1499316 განაცხადით წარმოდგენილი, ამავე პროექტის შესწორებული გეგმებით. ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდეს 25468.11 კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად 13323.5 კვ. მ, კომერციულ ფართობად 1803.7 კვ.მ, საზაფხულო ფართობად 2649.65 კვ.მ, სარდაფის ფართობად 714 კვ.მ და კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2600 კვ.მ, ხოლო ავტოსადგომის ფართობად 4377.26 კვ.მ. სამსახურის 2017 წლის 7 აპრილის #3194656 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 7 აპრილის #3194656 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 16 მაისი, 2017გადაწყვეტილება3260919 - თანხმობა
  3. 28 აპრილი, 2017ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა