ქალაქი თბილისი , ქუჩა მირიან მეფე , N 90
დამკვეთი
- სახელი
- დავით პატარიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405039006
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.039.617
- მესაკუთრე
- ბექა ხელაშვილი (P/N: *********17)
- ფართობი
- 800 მ²
- დანიშნულება
- სასოფლო-სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.039.617საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-3
- K1
- 0,7
- K2
- 0
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1502532
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 10 მაისი, 2017
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 15 დღე
- რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 25 მაისი, 2017ქალაქის პასუხი
სამსახურმა განიხილა თქვენი #AR1502532 ელექტრონული განაცხადი, რომლითაც ეწინააღმდეგებით ქალაქ თბილისში, #01.72.14.039.617 საკადასტრო ერთეულზე გასასვლელი გვირაბის რეკონსტრუქციის ნებართვის გაცემას და ითხოვთ მომართვის შემთხვევაში ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ მხარედ ჩართვას. პასუხად გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისში, სოფელი დიღომი/ქალაქი თბილისი, დიდი დიღომი 3 მ/რ-ის მიმდ, შ.პ.ს. "ჯეოტერა"–ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: # 01.72.14.039.617) სამსახურის მიერ გაცემულია შემდეგი აქტები: 2014 წლის 15 მაისის #1242935 გადაწყვეტილებით გაიცა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები მრავალფუნქციური შენობა–ნაგებობის მშენებლობისათვის. 2014 წლის 1 აგვისტოს #1405313 ბრძანებით შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობა- ნაგებობის (კომერციული-საცხოვრებელი) არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 01.08.2014 წ-დან 01.08.2016 წ-ის ჩათვლით. 2014 წლის 4 სექტემბრის #1462682 გადაწყვეტილებით დადასტურდა I კლასის დროებითი (საძირკველის არ მქონე) შენობა-ნაგებობა (ავტობუსების მოსაცდელის) განთავსების შესაძლებლობა. 2014 წლის 3 დეკემბრის #1624750 გადაწყვეტილებით დადასტურდა I კლასის დროებითი (საძირკველის არ მქონე) შენობა-ნაგებობა (ავტობუსების მოსაცდელის) განთავსების კორექტირებული ფოტომონტაჟის საფუძველზე ცვლილების შეტანის შესაძლებლობა. 2015 წლის 4 მარტის #1763068 გადაწყვეტილებით შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის (კომერციული-საცხოვრებელი) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2015 წლის 03 მარტიდან 2016 წლის 03 ივლისის ჩათვლით. 2015 წლის 20 მარტის #1793443 გადაწყვეტილებით დადასტურდა I კლასის დროებითი (საძირკველის არ მქონე) შენობა-ნაგებობა (ავტობუსების მოსაცდელის) განთავსების კორექტირებული ფოტომონტაჟის საფუძველზე ცვლილების შეტანის შესაძლებლობა. 2015 წლის 18 სექტემბრის #2195940 გადაწყვეტილებით დადასტურდა, მშენებლობა დამთავრებული ობიექტის (მრავალფუნქციური შენობა ნაგებობა (კომერციული-საცხოვრებელი)) ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 24 ივლისის №ბ–12/15184507–16 ბრძანებაში დაფიქსირებული არქიტექტურულ-სამშენებლო დარღვევებით განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობა და მათ დასაშვებობა ობიექტის შემდგომი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. ქ. თბილისში, სოფელ დიღომში (თქვენს მიერ რუკაზე მონიშნულ ტერიტორიაზე) გვირაბის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით სამსახურში ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს. თქვენი შეტყობინება სამსახურში მიღებულია ცნობის სახით, წარმოების დაწყებისა და საჭიროების შემთხვევაში იქნებით ინფორმირებული. თუ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის დარღვევით, სამშენებლო სამუშაოების შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის დადგენის მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. დამატებით გაცნობებთ, აღნიშნული ობიექტის სამშენებლო განვითარებასთან დაკავშირებით თვალყურის დევნება შეგიძლიათ სამსახურის ვებ-გვერდის (www.tas.ge) მეშვეობით, ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში. მოთხოვნის საფუძველზე გიგზავნით, სამსახურის #2195940 გადაწყვეტილების და თანდართული დოკუმენტაციის ასლებს. ამასთან გაცნობებთ, რომ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად - სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე უნდა შეიტანოთ ასლის გადაღების მოსაკრებელი - 1 ლარის და 65 თეთრის ოდენობით. აღნიშნული დოკუმენტაცია შეგიძლიათ გაიტანოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველი სართულიდან (სივრცე #4) , შეტყობინების მიღებიდან მეორე სამუშაო დღეს, გატანის დროს საჭიროა წარმოადგინოთ აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. დანართი: 33 ფურცელი. გადასახდელი თანხის რეკვიზიტებია: 1. მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში 2. მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა 3. ბანკის კოდი: TRESGE22 4.ანგარიშის ნომერი: 200122900 5.სახაზინო კოდი: 300773173 6. გადახდის დანიშნულება: საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი (#AR1502532, 10.05.2017წ.)
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 10 მაისი, 2017ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- image****-**-**-****41.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა