OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , დასახლება დიდი დიღომი , გიორგი ბრწყინვალესა და ფარნავაზის ქუჩების გადაკვეთაზე

AR1503236სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება12 მაისი, 2017- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3271238
გადაწყვეტილების თარიღი
19 მაისი, 2017
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მარიამ გიორგაძე
დეველოპერი (ს/კ)
405171610

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.06.014.001
მესაკუთრე
შპს "მეგობრობა" (205182577)
ფართობი
1 200 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1503236
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
12 მაისი, 2017
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 19 მაისი, 2017ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 დეკემბრის №3027355 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 12 მაისის №AR1503236 განცხადებით მომართა მოქ. მარიამ გიორგაძემ და მოითხოვა სამსახურის 2016 წლის 30 დეკემბრის №3027355 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 დეკემბრის №3027355 ბრძანებით შეთანხმდა: ქ. თბილისში, სექტორი - საბურთალო, დასახლება დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალესა და ფარნავაზის ქუჩების გადაკვეთაზე, შპს "მეგობრობა"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.10.06.014.001 ), მრავალფუნქციური კომპლექსის (საცხოვრებლი, კომერციული) არქიტექტურული პროექტი. განმცხადებლის განმარტებით, ზემოაღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ: ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 1758.96 კვ.მ ნაცვლად 1714.44 კვ.მ-სა, საერთო ფართობად დაფიქსირდეს 13687.11 კვ.მ ნაცვლად 13642.59 კვ.მ-სა. სამსახურმა 2017 წლის 12 მაისის №AR1503236 განცხადებით მოთხოვნილი ცვლილება შეადარა სამსახურის 2016 წლის 30 დეკემბრის №3027355 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა შესაბამისობაშია შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციასთან. შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება და სამსახურის 2016 წლის 30 დეკემბრის №3027355 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 დეკემბრის №3027355 ბრძანებაში, კერძოდ: ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 1758.96 კვ.მ, საერთო ფართობად დაფიქსირდეს 13687.11 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 დეკემბრის №3027355 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ -ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 დეკემბრის №3027355 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 19 მაისი, 2017გადაწყვეტილება3271238 - თანხმობა
  3. 11 მაისი, 2017ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა