ქალაქი თბილისი , ქუჩა მელიქიშვილი , N 10
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3318413
- გადაწყვეტილების თარიღი
- 13 ივნისი, 2017
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 8 იანვარი, 2017 – 8 მაისი, 2019
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- თამარ ხატიაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 204517399
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.15.02.006.012
- მესაკუთრე
- შპს PP (404922474)
- ფართობი
- 2 153 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.15.02.006.012საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1510799
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 2 ივნისი, 2017
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 11 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 13 ივნისი, 2017ქალაქის პასუხი
სამსახურმა განიხილა თქვენი #AR1510799 ელექტრონული განაცხადი, ქ. თბილისში, მელიქიშვილის ქ. #10-ში (ს/კ #01.15.02.006.012) მშენებლობასთან დაკავშირებით. პასუხად გაცნოიბებთ, რომ 2015 წლის 15 დეკემბრის #2341943 ბრძანებით ქ. თბილისში, მელიქიშვილის ქ. #10-ში (ს/კ #01.15.02.006.012) დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, მრავალფუნქციური შენობის მშენებლობისათვის. 2016 წლის 20 ოქტომბრის #2900888 ბრძანებით შევიდა ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 15.12.2015 წ. #2341943 ბრძანებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში, კერძოდ მშენებლობის სახეობად დაფიქსირდა: ახალი მშენებლობა. 2016 წლის 26 დეკემბრის #3017608 ბრძანებით კვლავ შევიდა ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 15.12.2015 წ. #2341943 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში, კერძოდ: ძველი საკადასტრო გეგმა შეიცვალა ახალი საკადასტრო გეგმით საჯარო რეესტრიდან (რეგისტრაციის ნომერი №882016651614). 2017 წლის 06 იანვრის #3026884 ბრძანებით ქ. თბილისში (სექტორი – მთაწმინდა), მელიქიშვილის ქ. N10-ში, ს.ს. "m2 უძრავი ქონება"–ს საკუთრების მიწის ნაკვეთზე (ს/კ #01.15.02.006.012) შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. წარმოდგენილი მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებულია არსებული შენობის დემონტაჟი. აღნიშნული არქიტექტურული პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე წარმოდგენილი იყო ქ. თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე განლაგებული 3-4 სართულიანი ობიექტის (2/4 და 1/3) და რამდენიმე დამხმარე ნაგებობის (3/1, 4/1, 6/1, 5/1) დემონტაჟის მშენებლობის ორგანიზაციის დემონტაჟის პროექტი. 2017 წლის 28 თებერვლის #3120300 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 6 იანვრის #3026884 ბრძანებაში და #2341943 ბრძანებით დადგენილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გამოცემის თარიღად დაფიქსირდა 2015 წლის 15 დეკემბერი. ასევე მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 08 იანვრიდან 2019 წლის 08 მაისის ჩათვლით. ამასთან გაცნობებთ, რომ ქ. თბილისში, მელიქიშვილის ქ. #10-ში (თქვენს მიერ რუკაზე მონიშნულ ტერიტორიაზე) სამსახურში ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს. თქვენი შეტყობინება მიღებულია ცნობის სახით და ობიექტზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების და საჭიროების შემთხვევაში იქნებით ინფორმირებული. სამსახურის მიერ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გაცემულ იქნა შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. თუმცა, თუ თვლით, რომ აღნიშნული აქტები გაყენებთ პირდაპირ და უშუალო ზიანს ან/და დარღვეულია მათი გამოცემის წესი, შეგიძლიათ გაასაჩივროთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა #7), დადგენილი წესით, მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. თუ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის დარღვევით, სამშენებლო სამუშაოების შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის დადგენის მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. დამატებით გაცნობებთ, რომ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური 2012 წლიდან დოკუმენტბრუნვას აწარმოებს ელექტრონული სახით. სამსახურის მიერ 2012-2017 წლების ინფორმაცია გამოტანილია ვებ–გვერდზე (www.tas.ge) და არის საჯარო. ნებისმიერი დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ობიექტების ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული ობიექტის საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 13 ივნისი, 2017გადაწყვეტილება3318413 - თანხმობა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა