OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა კრონშტანტი , (ცაგარელის) N72 / ქალაქი თბილისი , ქუჩა ცაგარელი , N 70

AR1511112სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება5 ივნისი, 2017
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3319799
გადაწყვეტილების თარიღი
14 ივნისი, 2017
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ვლადიმერ რობაქიძე
ორგანიზაცია
38845
დეველოპერი (ს/კ)
404466243

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.14.022.012
მესაკუთრე
შპს სამშენებლო კომპანია მერკური ჯგუფი (404466243)
ფართობი
863 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1511112
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
5 ივნისი, 2017
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
9 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 14 ივნისი, 2017გადაწყვეტილება3319799 - თანხმობა
  2. 14 ივნისი, 2017ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 22 მაისის N3274673 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 5 მაისს №AR1511112 განცხადებით მომართა ვლადიმერ რობაქიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2017 წლის 22 მაისის N3274673 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2015 წლის 8 დეკემბრის №2331764 ბრძანებით ქ.თბილისში, ქუჩა კრონშტანტი,(ცაგარელის) 72 /ქუჩა ცაგარელი N78, შ.პ.ს. „სამშენებლო კომპანია მერკური ჯგუფის" საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი: N01.10.14.022.012) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2016 წლის 21 მაისის N2645050 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 8 დეკემბრის №2331764 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა: საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ).:3304,4; საერთო ფართობი (კვ.მ).: 5398,1; ასევე, №2331764 ბრძანებით შეთანხმებული +33.3 ნიშნულის საპროექტო გეგმა ჩანაცვლდა განმცხადებლის მიერ 2016 წლის 28 მაისის №AR1407720 განცხადებით წარმოდგენილი იმავე ნიშნულის გასწორებული საპროექტო გეგმით. ხოლო სამსახურის 2017 წლის 22 მაისის №3274673 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 21 მაისის N1500555 ბრძანებაში და სარეზოლუციო ნაწილში დაფიქსირდა: საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ).: 3303,4 კვ.მ. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2017 წლის 22 მაისის №3274673 ბრძანების როგორც აღწერილობით, ისე სარეზოლუციო ნაწილში ტექნიკური შეცდომაა, კერძოდ ნაცვლად „2016 წლის 21 მაისის N1500555 ბრძანებისა“, მითითებული უნდა იყოს „2016 წლის 21 ივნისის N2645050 ბრძანება“ სამსახურმა შეისწავლა შესაბამისი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა შესაბამისობაშია სამსახურის 2017 წლის 22 მაისის №3274673 ბრძანებასთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 22 მაისის №3274673 ბრძანებაში და როგორც აღწერილობით, ასევე სარეზოლუციო ნაწილში დაფიქსირდეს:„2016 წლის 21 ივნისის N2645050 ბრძანება“. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 22 მაისის №3274673 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა