ქალაქი თბილისი , ქუჩა სულხან ცინცაძე , N 57
- საერთო ფართობი
- 365,7 მ²
- განაშენიანების ფართობი
- 736,1 მ²
- მიწის ნაკვეთის ფართობი
- 4 540 მ²
- სიმაღლე
- 7,3 მ
- სამშენებლო მოცულობა
- 3 706 მ³
მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3329471
- გადაწყვეტილების თარიღი
- 21 ივნისი, 2017
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- საჰარ აბ. სა. თა. ელ. ელკიკი ---
- დეველოპერი (ს/კ)
- 400069714
მონაწილეები
- დამკვეთი
- სახელი
- მორეს ჰაბიბ გაიედ გუირგუის
- მთავარი არქიტექტორი
- სახელი
- მზეონა ზუმბაძე
- პირადი ნომერი
- *********88
- სპეციალისტიმშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი
- სახელი
- მზეონა ზუმბაძე
პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.14.028.089
- მესაკუთრე
- შპს "Mores Company" (400069714)
- ფართობი
- 4 540 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.14.028.089საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1512203
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 8 ივნისი, 2017
- სახეობა
- ახალი მშენებლობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 13 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 21 ივნისი, 2017ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ატვირთული დოკუმენტაცია, რაზეც გაცნობებთ შემდეგს: 1. 2017 წლის 6 თებერვლის მინდობილობა მისაღები არ არის. ვინაიდან კონკრეტულად არ ფიქსირდება აქვს თუ არა განმცხადებელს უფლებამოსილება იყოს სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებულ ურთიერთობებში იყოს მარწმუნებლის წარმომადგენელი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში. საჭიროა წარმოდგენილი იქნეს განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მორეს ჰაბიბ გაიედ გუირგუის დარეგისტრირდეს თანაგანმცხადებლად. სს "თიბისი" ბანკის 2016 წლის 21 ივლისის #80/102-02 თანხმობა მისაღები არ არის ვინაიდან არ დგინდება ხელმომწერი პირის უფლებამოსილება. საჭიროა წარმოდგენილი იქნეს სს "თიბისი" ბანკის წესდების შესაბამისად, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული თანხმობა ან იმის დამადასტურებელი დოკუმენტი რომ დავით ავაზაშვილს აქვს მსგავსი თანხმობის გაცემის უფლებამოსილება. რაც შეეხება სარგებლობით აღებულ ფართებს (12კვ.მ ; 20 კვ.მ; 10 კვ.მ) იმ შემთხვევაში თუ არქიტექტურული პროექტით ხდება სარგებლობაში აღებული ფართის ცვლილება ან საპროექტო სამუშაოების განხორციელება სარგებლობით აღებულ ფართებზე საჭიროა მოსარგებლეების თანხმობის წარმოდგენა (დეტალურად განმარტეთ აღნიშნულის თაობაზე). თუ სარგებლობებს ვადა აქვს გასული მაშინ აღნიშნული უნდა აისახოს საჯარო რეესტრში და ამონაწერში აღარ უნდა ფიქსირდებოდეს. 2. საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .გენერალური გეგმის pdf ფაილი; .საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .გენერალური გეგმის ვექტორული ფაილი AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით.: გენგეგმაზე დასატანია ხაზობრივი ნაგებობების გასხვისების არეალი; 3. არსებული სიტუაციის ფოტოსურათები. -> .ფოტოსურათების pdf ფაილი.: ფოტომასალაზე საჭიროა დაიტანოთ გადაღების თარიღი; 4. შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები, მასშტაბი 1:100. -> .გეგმების pdf ფაილი; .შენობა-ნაგებობის ჭრილები, მასშტაბი 1:100. -> .ჭრილების pdf ფაილი; .შენობა-ნაგებობის ფასადები, მასშტაბი 1:100. -> .ფასადების pdf ფაილი.: წარმოსადგენია ღობის განშლა - ნიშნულების დატანით; გაითვალისწინეთ, რომ მიწის ნაკვეთი შეიძლება შემოიღობოს არაუმეტეს 2,2 მეტრი სიმაღლის ღობით, ამასთან, ღობის ყრუ ნაწილი არ უნდა აღემატებოდეს 1,8 მეტრს. გეგმებზე დაიტანეთ არსებული ხე-ნარგავები და მინიმალური დაშორებები შენობა-ნაგებობებიდან ხეებამდე; გაცნობებთ , რომ "ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის #17- 55 დადგენილებაში 2017 წლის 19 მაისს განხორციელებულ ცვლილების მიხედვითა “დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას მინიმალური დაშორება მშენებარე შენობასა და არსებულ მწვანე ნარგავს შორის შეადგენს 3 მეტრს”. (მუხლი 26. პუნქტი 6). აღნიშნულის გათავლისწინებით დააკორექტირეთ საპროექტო დოკუმენტაცია. 5. შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის სქემა. -> .სიმაღლის განმსაზღვრელი სქემის pdf ფაილი.: საჭიროა წარმოადგინოთ საპროექტო ტერიტორიასთან არსებული საზოგადოებრივი სივრციდან აგებული მაქსიმალური სიმაღლის განმსაზღვრელი სქემა; გაითვალისწინეთ, რომ სიმაღლის განსაზღვრის სქემა საჭიროა ატვირთოთ შემდეგი შემადგენლობით: გენ-გეგმა, საკადასტრო საზღვრებს შორის არსებული საზოგადოებრივი სივრცის სიგანის მითითებით, აღნიშნული სივრცის შუა/ღრძულა ხაზის დატანით და ღერძულა ხაზიდან საფასადე სიბრტყემდე მანძილის ფიქსაციით; ჭრილი უნდა აიგოს აღნიშნულის შესაბამისად; ჭრილი წარმოადგინეთ ღერძულა ხაზისა და ფასადის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლის ნიშნულის განსაზღვრით (ფორმულა H=L/Y) და მათი შემაერთებელი სხივის ჩვენებით; 6. საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული CAD ფაილი. -> .საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული ფაილი AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით. : განაახლეთ ხარვეზის შესაბამისად და დაიტანეთ კ3 კოეფიციენტის საანგარიშო კონტური - ,,კროკი" - შესაბამისი ფართის მითითებით; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამსახური ამ ეტაპზე ვერ დააკმაყოფილებს თქვენს თხოვნას. საკითხის კვლავ ხარვეზით შემობრუნების შემთხვევაში, ზემოაღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 21 ივნისი, 2017გადაწყვეტილება3329471
- 8 ივნისი, 2017ფაილები აიტვირთა
- 8 ივნისი, 2017ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები2
- topo+gen.gegma.pla
- albomi-09.2016.pla
სხვა ფაილები14
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა