OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , ქუჩა მირცხულავა , N 9-11 / ქალაქი თბილისი , ალიო მირცხულავას ქუჩა N11ა

AR1518332ახალი მშენებლობამრავალბინიანი4 ივლისი, 2017- დიღომი
საერთო ფართობი
35 449,4 მ²
განაშენიანების ფართობი
2 876,4 მ²
საცხოვრებელი ფართობი
19 832,7 მ²
მიწის ნაკვეთის ფართობი
5 968 მ²
სიმაღლე
58,6 მ
ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
5,8 მ
სამშენებლო მოცულობა
124 988,4 მ³

მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.

გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3406969
გადაწყვეტილების თარიღი
20 ივლისი, 2017
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
თინათინი თავხელიძე
დეველოპერი (ს/კ)
404505576

მონაწილეები

  • დამკვეთი
    სახელი
    თორნიკე ჯანელიძე
    პირადი ნომერი
    *********36
    ორგანიზაცია
    შპს სვეტი დეველოპმენტი
    საიდენტიფიკაციო კოდი
    404505576
  • მთავარი არქიტექტორი
    სახელი
    ზურაბი კამლაძე
    პირადი ნომერი
    *********78
    ორგანიზაცია
    შპს არქ არეა
    საიდენტიფიკაციო კოდი
    412706610
  • თანაავტორები
    სახელი
    გოჩა გელაშვილი
  • სპეციალისტიმშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი
    სახელი
    გოჩა გელაშვილი
  • სპეციალისტისაინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება
    სახელი
    გუგა ჭოხონელიძე
  • სპეციალისტიფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება
    სახელი
    შპს ალფა პროჯექტ ჯორჯია

პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.04.017.108
მესაკუთრე
შპს "სვეტი დეველოპმენტი" (404505576)
ფართობი
5 968 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1518332
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
4 ივლისი, 2017
სახეობა
ახალი მშენებლობა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
16 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 20 ივლისი, 2017ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული 2017 წლის 04 ივლისის AR1518332 განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია, რაზედაც გაცნობებთ შემდეგს: 1. არ დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. წარმოდგენილ იქნეს განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან შპს „სვეტი დეველოპმენტის“ უფლებამოსილი პირი დარეგისტრირდეს თანაგანმცხადებლად .ამონაწერის თანახმად გარკვეული ფართები გასხვისებულია წარმოდგენილ იქნეს რეესტრში რეგისტრირებული ვალდებულების საფუძვლები ან ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართების მესაკუთრეების მიერ სათანადო წესით გაცემული თანხმობები განსახორციელებელი სამუშაოების თაობაზე ( განცხადების ნომრის მითითებით). 2. ვინაიდან საპროექტო ტერიტორიაზე გადის ხაზოვანი ნაგებობ(ებ)ი, საჭიროა, წარმოადგინოთ მათი მესაკუთრე(ებ)ის შესაბამისი თანხმობა ან/და პოზიცია პროექტირებით გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით (არსებობის შემთხვევაში დამოწმებული (ხელმოწრილი/ბეჭდიანი) გენგეგმით); 3. არსებობის შემთხვევაში სამსახურის მიერ შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) რეკვიზიტები. -> .შეთანხმებული პროექტის ბრძანების ნომერი.: სწორად მიუთითეთ საკრებულოს განკარგულების ნომერი #380 (25.11.2016); 4. სატიტულო ინფორმაცია. -> .ფუნქციური დანიშნულების სახეობა.: შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად მიუთითეთ სექტორის და ბლოკის ნუმერაცია; 5. საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .გენერალური გეგმის pdf ფაილი.: - დამატებით წარმოსადგენია საპროექტო ორგანიზაციის სატიტულო შტამპიან/ბეჭდიან ფურცელზე უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული ტოპოგრაფიული გეგმა (მ 1:500) მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, მისასვლელი გზ(ებ)ის, საპროექტო ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელების, ხე-ნარგავ(ებ)ის, ღობე(ებ)ის, გამწვანების, შენობა-ნაგებობის განთავსების ადგილის, მომიჯნავე საჯადასტრო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული შენობა-ნაგებობ(ებ)ის ჩვენებითა და შესაბამისი პირობითი აღნიშვნების დატანით. ამ ტოპოგრაფიულ გეგმასთან ერთად უნდა იქნეს წარმოდგენილი თქვენ მიერ დამუშავებული საპროექტო გენგეგმაც. აღნიშნული გენ-გეგმის ნახაზი შესრულებული უნდა იქნეს პროექტის შემსრულებელი ორგანიზაციის ან/და ავტორის სატიტულო შტამპიან/ბეჭდიან ფურცელზე, საპროექტო შენობა-ნაგებობ(ებ)ის საკადასტრო რუკასთან მიბმის მანძილების, ღერძების, ღერებს შორის მანძილებისა და მომიჯნავე მიწის ნაკვეთების, ასევე, საპროექტო გამწვანებისა (მასზე კვადრატულობის დატანით) კეთილმოწყობის გეგმის ჩვენებით; - გაითვალისწინეთ, საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავებიდან საპროექტო შენობა-ნაგებობას შორის საჭიროა, დაცულ იქნეს 1 მეტრიანი დაშორების არეალ(ებ)ი (მათ შორის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე ხე-ნარგავებიდან); ან/და მათი მოჭრა/გადარგვის შემთხვევაში, წარმოდგენილ იქნეს შესაბამისი თანხმობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალქო სამსახურიდან აღნიშნულთან დაკავშირებით; - მონიშნეთ საპროექტო ობიექტისათვის განსაზღვრული ავტოსადგომების რაოდენობა ყველა ბლოკისთვის ცალ-ცალკე; 6. საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .გენერალური გეგმის ვექტორული ფაილი AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით.: განაახლეთ ზემოაღნიშნულის შესაბამისად; 7. არსებული სიტუაციის ფოტოსურათები. -> .ფოტოსურათების pdf ფაილი.: წარმოადგინეთ უახლესი ფოტომასალა თარიღის მითითებით და საპროექტო არეალის მონიშვნით; 8. ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით). -> .განაშენიანების ფართობი (კვ.მ).: მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი არის მიწის ნაკვეთის შენობა-ნაგებობებით დაფარული, განაშენიანებული ზედაპირის ორთოგონალური პროექციის ფართობი და არსებობის შემთხვევში მასში იანგარიშება პანდუსებიც, ღია კიბის უჯრედებიც და საპროექტო ღობეებიც; 9. ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით). -> .კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში). : მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 კოეფიციენტის სართულების ფართი გამოითვლება შენობის გარე კონტურის ზომებით, აივნების, ტერასების, კიბის უჯრედების, ლიფტებისა და ლიფტის ჰოლის ფართების გამოკლებით. გაითვალისწინეთ, მასში ვერანდები და ლოჯიები იანგარიშება სრულად. შეასწორეთ ზემოაღნიშნულის შესაბამისად; 10. ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით). -> .კ3 გამწვანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში). : ვექტორულ ფაილში დაიტანეთ კ-3 კოეფიციენტის საანგარიშო კროკი, რათა მოხდეს თქვენ მიერ მითითებული მაჩვენებლების გადამოწმება; 11. შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები, ჭრილები და ფასადები მასშტაბი 1:100. -> .გეგმების ჭრილების და ფასადების pdf ფაილი.: - საავტომობილო და შშმ პირთა პანდუსებს მიუთითეთ გაბარიტული ზომები, დახრის პროცენტულობა და საწყისი და საბოლოო ნიშნულები, როგორც საპროექტო, ასევე - აბსოლუტური; - გაითვალისწინეთ, შშმ პირთათვის პანდუსის სიბრტყის ყოველი გარდატეხის ადგილში აღმართის დასაწყისსა და დასასრულში საჭიროა გაკეთდეს ჰორიზონტალური ბაქნები, სიგანით არანაკლებ პანდუსის სიგანისა და სიგრძით არანაკლებ 1,5 მ-ისა. პანდუსის მიმართულების შეცვლის შემთხვევაში, ჰორიზონტალური ბაქნის სიგანემ უნდა უზრუნველყოს ეტლის მანევრირება; - ლიფტის კაბინას მიუთითეთ გაბრიტული ზომები; შენობა-ნაგებობაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოხმარებისათვის განკუთვნილი პანდუსების, ლიფტების, კიბის უჯრედების, შენობათა გასასვლელებისა და ღიობების პარამეტრებთან და სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით იხელმძღვანელეთ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის დადგენილება N41 „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტით“; - წარმოდგენილი სახით ვერ მოხდება ავტოსადგომებში მანქანების თავისუფლად მოძრაობა/გადაადგილება; - გაასწორეთ ბინების ნუმერაცია; - საჭიროა, პროექტირებით გათვალისწინებულ იქნეს გათბობა/კონდიცირების დანადგარების მოსაწყობად ერთიანი, სისტემური გადაწყვეტა; გეგმებსა და ჭრილებზე მიუთითეთ დანადგარების განთავსების ადგილები; 11. საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული CAD ფაილი. -> .საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული ფაილი AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით. : განაახლეთ ზემოაღნიშნულის შესაბამისად; 12. "მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი -> .მოსაკრებელის მოშენების ფართობის რიცხვითი მაჩვენებელი: განაახლეთ საჭიროების შემთხვევაში განაშენიანების ფართის შესაბამისად; 13. ფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება. -> .სპეციალისტის სახელი და გვარი.: - მიუთითეთ სპეციალისტის სახელი და გვარი; 14. ფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება. -> .საექსპერტო შეფასების pdf ფაილი.:: - შესათანხმებლად წარმოდგენილია I,II,III და IV ბლოკები, ხოლო საექსპერტო შეფასება არის მხოლოდ I და II ბლოკებზე. მოიყვანეთ საექსპერტო შეფასება პროექტთან შესაბამისობაში; წარმოსადგენია ინფორმაცია შემსრულებლის (პასუხისმგებელი პირის) შესახებ; აქვე გაცნობებთ, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე სრულად ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს.

    მეტის ჩვენება
  2. 20 ივლისი, 2017გადაწყვეტილება3406969
  3. 28 ივნისი, 2017ფაილები აიტვირთა
  4. 28 ივნისი, 2017ფაილები აიტვირთა
  5. 28 ივნისი, 2017ფაილები აიტვირთა
  6. 28 ივნისი, 2017ფაილები აიტვირთა
  7. 28 ივნისი, 2017ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები8

ყველას ჩვენება (8)

დასკვნები და აზომვები1

სხვა ფაილები9

ყველას ჩვენება (9)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა