ქალაქი თბილისი , ქუჩა გორგასალი , N 7
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3374636
- გადაწყვეტილების თარიღი
- 11 ივლისი, 2017
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- თენგიზ ბაზერაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 204381178
მონაწილეები
- სპეციალისტისაჭიროების შემთხვევაში ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა
- სახელი
- თათია ღვინერია
პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.18.04.001.006
- მესაკუთრე
- შპს "პურის სახლი" (204381178) (204381178)
- ფართობი
- 1 268 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.18.04.001.006საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1519498
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 4 ივლისი, 2017
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 31 ივლისი, 2017ვადა გაგრძელდა10 დღით, ახალი ვადა: 23 აგვისტო, 2017
- 28 ივლისი, 2017ფაილები აიტვირთა
- 28 ივლისი, 2017ფაილები აიტვირთა
- 28 ივლისი, 2017ფაილები აიტვირთა
- 11 ივლისი, 2017გადაწყვეტილება3374636
- 11 ივლისი, 2017ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2017 წლის 4 ივლისის N AR1519498 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქ. თბილისში, გორგასლის ქუჩა #7-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N01.18.04.001.006) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებას. პასუხად გაცნობებთ,რომ ხსენებული მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის-რუკის მიხედვით მდებარეობს საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2 (სსზ-2)-სა და საცხოვრებელ ზონა 3 (სზ–3)-ში (იხილეთ დანართი); ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მიხედვით საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2 (სსზ-2) წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის შერეულ საზოგადოებრივ-საქმიანი ქვეზონას, მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში (როგორც წესი გკ-ზე) არსებულ/დაგეგმილ საზოგადოებრივი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს. განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით; შესაძლებელია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი საცხოვრებელი შენობების/სამყოფების, როგორც არადომინირებული სახეობის არსებობა, არა უმეტეს შენობის საერთო ფართობის 25%-ის ასევე დასაშვებია ხსენებული წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობების არსებობა. საცხოვრებელ ზონა 3 (სზ–3) წარმოადგენს დაბალი ინტენსივობის შერეულ საცხოვრებელ ქვეზონას, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს, განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს შერეული ტიპის საცხოვრებელი სახლები. დასაშვებია ხსენებული წესების დანართი-1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული სახეობები. ამასთან, თქვენს დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: N01.18.04.001.006) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების 23-ე მუხლის თანახმად ვერ აკმაყოფილებს მოქმედი ფუნქციური ზონით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს. გამომდინარე აქედან, წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი დასაბუთება (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მე-19 მუხლი). ამასთან რადგან მიწის ნაკვეთი მდებარეობს ისტორიული განაშენიანების სახელმწიფო დაცვის ზონაში, სამსახურს დამატებით ესაჭიროება ტერიტორიის ისტორიულ–არქიტექტურული კვლევა და მასში დაფიქსირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადებული ქალაქგეგმარებითი დასაბუთება, საპროექტო წინადადების ესკიზური ვარიანტი. ამასთან გთხოვთ დააზუსოთ სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის ფუნქციები ყველა დახარვეზებულ ველში; იმისათვის, რომ დამტკიცდეს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, დამატებით წარმოსადგენია მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა, რომლის მოსამზადებლად უნდა მიმართოთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი აზომვითი ნახაზით. განაშენიანების რეგულირების პარამეტრები სსზ-2: კ-1 0,5 * / 0,7 კოეფიციენტი კ-2 4,6 კოეფიციენტი კ-3 0,2 კოეფიციენტი საცხოვრებელი სიმჭიდროვე – ერთეული/ჰა მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები მინიმალური ფართობი 700 კვ.მ მინიმალური სიგანე 20 მეტრი მინიმალური სიღრმე 30 მეტრი შენობა-ნეგებობის მაქსიმალური სიმაღლე – მეტრი შენიშვნა * მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის განაშენიანების რეგულირების პარამეტრები სზ-3: კ-1 0,5 კოეფიციენტი კ-2 1,5 კოეფიციენტი კ-3 0,3 კოეფიციენტი საცხოვრებელი სიმჭიდროვე – ერთეული/ჰა მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები მინიმალური ფართობი 300 / 400 * კვ.მ მინიმალური სიგანე 9 / 12 * მეტრი მინიმალური სიღრმე 20 / 25 * მეტრი შენობა-ნეგებობის მაქსიმალური სიმაღლე 15 * მეტრი შენიშვნა * მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის და სასტუმროსთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისთვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოსადგენად თქვენ გეძლევათ გადაწყვეტილების ოფიციალური წესით გაცნობიდან 20 სამუშაო დღე. აღნიშნულ ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში თქვენი 2017 წლის 4 ივლისის N AR1519498 განცხადება დარჩება განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 4 ივლისი, 2017ფაილები აიტვირთა
- 3 ივლისი, 2017ფაილები აიტვირთა
- 2 ივლისი, 2017ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- gorgaslis 7.dwg
სხვა ფაილები8
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა