ქალაქი თბილისი , სადგური ლილო , N 51 / ქალაქი თბილისი , სადგური ლილოს მიმდებარედ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3389568
- გადაწყვეტილების თარიღი
- 11 ივლისი, 2017
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ფირი ბაირამოვი
- დეველოპერი (ს/კ)
- 204418745
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.15.005.048
- მესაკუთრე
- შპს "ნაქა" (204418745)
- ფართობი
- 19 974 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.15.005.048საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-2
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1520109
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 4 ივლისი, 2017
- სახეობა
- ახალი მშენებლობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 11 ივლისი, 2017ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ შემდეგს: 1 .გაითვალისწინეთ: "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად "რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე". გამომდინარე აქედან, სარეკლამო აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზემოთ (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას. მანათობელი წარწერის შემთხვევაში, ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა იყოს განათებული. საპროექტო სარეკლამო აბრა დაკორექტირდეს ზემოაღნიშნულის შესაბამისად და წარმოდგენილ იქნას განახლებული ფოტომონტაჟი. 2 .მოთხოვნის ტექსტში განიმარტოს ინფორმაცია უკვე მოწყობილ „არსებული სარეკლამო გაფორმების“ შესახებ და წარმოდგენილ იქნეს აღნიშნულის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი. 3 .წარმოდგენილი არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტოსურათებით ირკვევა რომ „არსებული სარეკლამო გაფორმება“ უკვე მოწყობილია და აღნიშნულ საკითხზე სამსახურმა რომ შესძლოს მსჯელობა საჭიროა გაითვალისწინოთ: საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57–ე დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად სამშენებლო დოკუმენტში განხორციელდა ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას, ან/და წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ, ან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მითითების საფუძველზე განხორციელდეს უნებართვო სამუშაოების დემონტაჟი და წარმოადგინეთ განახლებული ფოტოსურათები და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სათანადო აქტი. ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე განხორციელდეს უნებართვო სამუშაოების დემონტაჟი და წარმოდგენილ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სათანადო აქტი ან არსებული სარეკლამო გაფორმება ამოღებულ იქნეს საპროექტო სამუშაოებიდან. 4 . წარმოდგენილი მინდობილობა გაცემულია 03 ივლისს, 10 დღის ვადით. გაითვალისწინეთ, რიმ თუ განაცხადის ხელახლა განხილვაზე წარმოდგენა მოხდება აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, საჭირო იქნება განახლებული, ძალაში მყოფი მინდობილობის წარმოდგენა. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 11 ივლისი, 2017გადაწყვეტილება3389568
- 4 ივლისი, 2017ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები4
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა