OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , დიდი დიღომი, მიკრო/რაიონი I და ფარნავაზ მეფის გამზირს შორის , (ნაკვეთი 09/033)

AR1526107სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება24 ივლისი, 2017- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3439640
გადაწყვეტილების თარიღი
31 ივლისი, 2017
შედეგი
უარი
მშენებლობის ვადა
2 აგვისტო, 2016 – 2 იანვარი, 2018
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ამირან წკრიალაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
417882946

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.06.009.045
მესაკუთრე
კახა ხინთიბიძე (P/N: *********93)
ფართობი
2 270 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1526107
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
24 ივლისი, 2017
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 31 ივლისი, 2017ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 2 აგვისტოს №2751007 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა 2017 წლის 24 ივლისის №AR1526107 განცხადება, ამავე სამსახურის 2016 წლის 2 აგვისტოს №2751007 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 2 აგვისტოს №2751007 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – საბურთალო, დიდი დიღომი, მიკრო/რაიონი I და ფარნავაზ მეფის გამზირს შორის, (ნაკვეთი 09/033), შპს "პროდიუს ინვესტ"-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.10.06.009.045), მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 02 აგვისტოდან 2018 წლის 02 იანვრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 2 აგვისტოს №2751007 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორება, კერძოდ შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის +0.0 ნიშნულზე ბ-ე ღერძებს შორის მანძილის 5.85 მეტრის ნაცვლად 6 მეტრის დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. სამსახურის მიერ საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2016 წლის 2 აგვისტოს №2751007 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მიხედვით ყველა ნახაზზე აღნიშნულ ღერძებს შორის მანძილი 5.85-ია, შესაბამისად აღნიშნული მაჩვენებლის ცვლილება იწვევს შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაციის ცვლილებას და მისი გასწორება საჭიროებს არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში ტექნიკური ხარვეზის გასწორებას, არამედ სამშენებლო დოკუმენტაციის ცვლილებას (პროექტის კორექტირებას). შესაბამისად სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ზემოაღნიშნულ სამართლებრივ აქტში. აქვე განგიმარტავთ, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 31 ივლისი, 2017გადაწყვეტილება3439640 - უარი
  3. 24 ივლისი, 2017ფაილები აიტვირთა
  4. 24 ივლისი, 2017ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა