ქალაქი თბილისი , ქუჩა სტანისლავსკი , N5
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 214374
- გადაწყვეტილების თარიღი
- 13 ივნისი, 2012
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ცისანა ნოზაძე-კვირიკაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 202422422
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.13.05.003.027
- მესაკუთრე
- შპს "თბილ ელიტ ჰაუზი" (202422422) (202422422)
- ფართობი
- 2 097 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.13.05.003.027საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR153085
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 25 მაისი, 2012
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 19 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 13 ივნისი, 2012ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 28 ივლისის №01/2040 ბრძანებაში და №ნ/2157-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2012 წლის 21 მაისს №Aღ152221 განცხადებით მომართა ცისანა ნოზაძე-კვირიკაშვილმა, და მოითხოვა 2011 წლის 28 ივლისის №01/2040 არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანებაში და №ნ/2157-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობაში ცვლილების შეტანა დამკვეთების შეცვლასთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადების რეგისტრაციის დროს მაია კავთელაძე, გელა თოთლაძე, მაკა ლეკიაშვილი და კობა კავთელაძე დარეგისტრირებულ იქნენ თანაგანმცხადებლად. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2011 წლის 28 ივლისს ქალაქ თბილისში (სექტორი – დიდუბე), სტანისლავსკის ქ. №5-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.13.05.003.027) №01/2040 ბრძანებით შეთანხმდა არსებულ მრავალფუნქციურ შენობაში სვეტლანა ხარებავას, გიორგი ყურაშვილის, ცისანა ნოზაძე-კვირიკაშვილის, მაია კავთელაძის, ბელა ბერეკაშვილის, არტურ ნერსისიანის, ალექსანდრე პაპუკაშვილის, ლელა გადელიას და შპს "თბილ ელიტ ჰაუზი"-ს კუთვნილი ფართების რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა (№ნ/2157-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობა). განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სამ საკადასტრო ერთეულს შეეცვალა მესაკუთრეები, კერძოდ: დღეის მდგომარეობით №01.13.05.003.027.01.01.039 საკადასტრო ერთეულზე მაია კავთელაძის ნაცვლად მესაკუთრეა გელა თოთლაძე (საჯარო რეესტრის ამონაწერის რეგისტრაციის №882012106467, მომზადების თარიღი 19.03.2012წ.), №01.13.05.003.027.01.01.011 საკადასტრო ერთეულზე შპს "თბილ ელიტ ჰაუზი"-ს ნაცვლად მესაკუთრეა კობა კავთელაძე (საჯარო რეესტრის ამონაწერის რეგისტრაციის №882011569590, მომზადების თარიღი 30.11.2011წ.) და №01.13.05.003.027.01.01.002 საკადასტრო ერთეულზე შპს "თბილ ელიტ ჰაუზი"-ს ნაცვლად მესაკუთრეა მაკა ლეკიაშვილი (საჯარო რეესტრის ამონაწერის რეგისტრაციის №882011336745, მომზადების თარიღი 18.07.2011წ.). "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია საჯარო რეესტრის ამონაწერებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა დამკვეთების ცვლილებასთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად: ვბრძანებ 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 28 ივლისის №01/2040 ბრძანებაში, და №ნ/2157-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობაში, კერძოდ: 1) №01.13.05.003.027.01.01.039 საკადასტრო ერთეულზე დამკვეთად მაია კავთელაძის ნაცვლად მიეთითოს გელა თოთლაძე; 2) №01.13.05.003.027.01.01.011 საკადასტრო ერთეულზე დამკვეთად შპს "თბილ ელიტ ჰაუზი"-ს ნაცვლად მიეთითოს კობა კავთელაძე; 3) №01.13.05.003.027.01.01.002 საკადასტრო ერთეულზე დამკვეთად შპს "თბილ ელიტ ჰაუზი"-ს ნაცვლად მიეთითოს მაკა ლეკიაშვილი; 2. აღნიშნული ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 28 ივლისის №01/2040 ბრძანებასთან, და №ნ/2157-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში (მის.: ჟ. შარტავას ქუჩა №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 13 ივნისი, 2012ქალაქის პასუხი
- 13 ივნისი, 2012გადაწყვეტილება214374 - თანხმობა
- 25 მაისი, 2012ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- tanxmoba, amonawerebi.rarგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა