ქალაქი თბილისი , ქუჩა მელიქიშვილი , N 10
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3461428
- გადაწყვეტილების თარიღი
- 10 აგვისტო, 2017
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 8 იანვარი, 2017 – 8 მაისი, 2019
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ირაკლი ბერიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 404537747
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.15.02.006.012
- მესაკუთრე
- შპს PP (404922474)
- ფართობი
- 2 153 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.15.02.006.012საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1531203
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 9 აგვისტო, 2017
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 10 აგვისტო, 2017ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 06 იანვრის №3026884 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 09 აგვისტოს №AR1531203 განაცხადით მომართა ირაკლი ბერიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2017 წლის 06 იანვრის №3026884 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 06 იანვრის №3026884 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში (სექტორი – მთაწმინდა), მელიქიშვილის ქ. N10-ში, ს.ს. "m2 უძრავი ქონება"–ს საკუთრების მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 08 იანვრიდან 2019 წლის 08 მაისის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა სს "m2 უძრავი ქონება" (204517399). წარმოდგენილი განაცხადით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო, მოთხოვნილია სამსახურის 2017 წლის 06 იანვრის №3026884 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება და დამკვეთად სს "m2 უძრავი ქონების" ნაცვლად შპს „მ2 მელიქიშვილზე"-ს (ს/ნ 404537747) დაფიქსირება. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხ. რეგისტრაცია – N882017711258 მომზადების თარიღი: 08/08/2017 11:14:10) მიხედვით, დღეის მდგომარეობით, ქ. თბილისში, მელიქიშვილის ქ. N10-ში მდებარე, #01.15.02.006.012 საკადასტრო კოდით აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა შპს „მ2 მელიქიშვილზე" (ს/ნ 404537747). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხ. რეგისტრაცია: B17077605, 26/07/2017 13:42:42) შპს „მ2 მელიქიშვილზე“-ს დირექტორია ირაკლი ბურდილაძე (01025006212). სამსახურში წარმოდგენილია ირაკლი ბურდილაძის მიერ, ირაკლი ბერიძის მიმართ გაცემული 2017 წლის 08 აგვისტოს #10 მინდობილობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღეისათვის, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „მ2 მელიქიშვილზე“-ს საკუთრებას, რომლის წარმომადგენელიც სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „მ2 მელიქიშვილზე“-ს დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57–ე დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 06 იანვრის №3026884 ბრძანებაში და დამკვეთად სს "m2 უძრავი ქონების" ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „მ2 მელიქიშვილზე“ (ს/კ კოდი: №404537747). სამსახურის 2017 წლის 06 იანვრის №3026884 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 06 იანვრის №3026884 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 10 აგვისტო, 2017გადაწყვეტილება3461428 - თანხმობა
- 9 აგვისტო, 2017ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- N10.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა