OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , გამზირი ვაჟა-ფშაველა , N 47 , კვარტალი I , კორპუსი 2 ; ქალაქი თბილისი , გამზირი ვაჟა-ფშაველა , N47-ის მიმდებარედ (ნაკვეთი 30/005)

AR1532229რეკონსტრუქციასხვა დანიშნულება17 აგვისტო, 2017
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3494186
გადაწყვეტილების თარიღი
24 აგვისტო, 2017
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ირაკლი გაგნიძე
დეველოპერი (ს/კ)
205254892

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.03.030.001.01.520
მესაკუთრე
შპს "ბიბლიუსი" (205254892)
ფართობი
4 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1532229
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
17 აგვისტო, 2017
სახეობა
რეკონსტრუქცია

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 24 აგვისტო, 2017ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რაზედაც გაცნობებთ შემდეგს: ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილების მე-18 მუხლის, მე-10 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად: სარეცხის საშრობი-გასაფენი, გათბობის, კონდიცირების და სხვა მსგავსი მოწყობილობები/დანადგარები უნდა განთავსდნენ შენობის შიგნით, სპეციალურად გამოყოფილ სათავსოებში. მათი არ არსებობის შემთხვევაში, დასაშვებია მათი განთავსება ექსტერიერის ვიზუალურად ნაკლებად აღქმად ნაწილებზე, ერთიანი მოწესრიგებული სახით. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა მათი შემოსვა-შენიღბვა დეკორატიული ელემენტებით (ჟალუზი, ეკრანი და სხვა) და მათი არქიტექტურულ-მხატვრული მხარის ფასადებთან ერთად ერთიან სისტემაში გადაწყვეტა. დაუშვებელია ასეთი მოწყობილობა-დანადგრების განთავსება ქუჩის მხარე ფასადზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბერის №20-104 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ”ფ” ქვეპუნქტის თანახმად სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესის მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ”ე” ქვეპუნქტით სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება.. ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური ქ. თბილისის მასშტაბით, როგორც არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, რათა სახელმწიფომ და საზოგადოებამ არ მიიღოს შენობა-ნაგებობათა და საერთო ჯამში ქალაქის დამახინჯებული იერსახე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ვინაიდან საპროექტო ობიექტი მდებარეობს ქალაქის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ადგილზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შენობა-ნაგებობებს და მათზე განთავსებულ კონკრეტული დეტალების ვიზუალურ მხარეს, ასევე რადგანაც კონდიცირის მოწყობა იგეგმება თვითმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, შენობის გარეთ უშუალოდ ტროტუარზე, სამსახურს წარმოდგენილი ფოტომონტაჟის მიხედვით კონდენციონერის მოწყობა მიზანშეწონილად არ მიაჩნია შესაძლებელია მოაწყოთ კონდიციონერის აგრეგატი მხოლოდ ეზოს მხრიდან ორიენტირებული ფასადის მხარეს (ამ მხარესთქვენი კუთვნილი ფართის ორიენტაციის არსებობის შემთხვევაში) ან თქვენს მიერ შერჩეულ ნაკლებად თვალსჩინო ადგილზე იმ აუცილებელი პირობის გათვალისწინებით რომ მოწყობილი იქნება ერთიანი სისტემის გათვალისწინებით და განხორციელდება მისი შემოსვა-შენიღბვა დეკორატიული ელემენტებით (ჟალუზი, ეკრანი და სხვა); ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით იმისათვის, რომ სამსახურმა შეძლოს თქვენი საკითხის ხელახლა განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება საჭიროა ახალი განცხადებით მომართოთ სამსახურს წარმოადგინოთ კონდიციონერის განთავსების ახალი ადგილის არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტოსურათები და მასზე დამუშავებული ფოტომონტაჟი ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დეტალურად გაბარიტული ზომების და მასალის მითითებით (გამოტანილი ხაზის მეშვეობით შესაბამისი ტექსტური მინაწერებით)- ასევე წარმოდგენილიუნდა იქნას საკადასტრო გეგმა საპროექტო კონდენციონერის განთავსების ადგილის ვერტიკალური სვეტის არეალის (ორთოგონალური გეგმილის პროექცია) მონიშვნით და "განსაზღვრეთ განაცხადის მდებარეობა რუკაზე " უნდა დააფიქსიროთ თქვენი კუთვნილი ფართის ფასადის საკადასტრო კოდი წილობრივი მონაცემებით ან "ფაილის მიმაგრება" ველში ატვირთოთ საპროექტო ფართის ფასადის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან . ასევე მოგახსენებტ რომ ვინაიდან გარდა კონდიციონერის გარე აგრეგატისა ასევე ითხოვთ ღია კაფის მოწყობას იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს ღია კაფის მოწყობასთან დაკავშირებით, საჭიროა სამსახურის ელექტრონულ მისამართზე www.tas.ge- ზე დაარეგისტრიროთ ახალი განცხადება და ელექრონულ განაცახდებში აირჩიოთ - მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადება->ღია სეზონური საზაფხულო კაფის მოწყობა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას ამ ეტაპზე დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა;

    მეტის ჩვენება
  2. 24 აგვისტო, 2017გადაწყვეტილება3494186 - უარი
  3. 17 აგვისტო, 2017ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა