ქალაქი თბილისი , მტკვრის მარჯვენა სანაპირო , ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია(ნაკვ.5/35)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4056741
- გადაწყვეტილების თარიღი
- 9 ივლისი, 2018
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მარინა ხაბულიანი
- ორგანიზაცია
- 5450
- დეველოპერი (ს/კ)
- 204378315
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.18.09.005.059
- მესაკუთრე
- შპს "სპეროზა" (204378315) (204378315)
- ფართობი
- 1 681 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.18.09.005.059საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1534509
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 9 ნოემბერი, 2017
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 166 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 9 ივლისი, 2018ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2017 წლის 9 ნოემბრის AR1534509 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქ. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე (ნაკვ. 5/35) არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #01.18.09.005.059) ბენზინისა და გაზის ავტოგასამართი სადგურის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20–105 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #01.18.09.005.059) დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის მიხედვით ვრცელდება საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2 (სსზ–2). ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილების თანახმად საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2 (სსზ–2) წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის შერეულ საზოგადოებრივ-საქმიან ქვეზონას, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში (როგორც წესი გკ-ზე) არსებულ/დაგეგმილ საზოგადოებრივი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს. საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2–ში განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით; შესაძლებელია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი საცხოვრებელი შენობების/სამყოფების, როგორც არადომინირებული სახეობის არსებობა, არა უმეტეს შენობის საერთო ფართობის 25%-ის (იხ.დანართი). საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2 (სსზ–2)-ში ავტოგასამართი სადგური ავტოგასამართი კომპლექსი, აირგასამართი სადგური ან აირსავსები საკომპრესორო სადგურის განთავსების საკითხი საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას. აქედან გამომდინარე, საკითხი, ქ. თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე (ნაკვ. 5/35) არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #01.18.09.005.059), ავტოგასამართი სადგურის განთავსების მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემასთან დაკავშირებით, განხილული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 4 ივლისის #1-398 ბრძანებით უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე (ნაკვ. 5/35) არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #01.18.09.005.059) ავტოგასამართი სადგურის განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არქიტექტურის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე. დანართის სახით გიგზავნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 4 ივლისის #1-398 ბრძანებას.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 9 ივლისი, 2018გადაწყვეტილება4056741 - უარი
- 24 იანვარი, 2018ქალაქის პასუხი
- 24 იანვარი, 2018ფაილები აიტვირთა
- 29 დეკემბერი, 2017ქალაქის პასუხი
- 29 დეკემბერი, 2017ფაილები აიტვირთა
- 8 დეკემბერი, 2017ვადა გაგრძელდა5 დღით, ახალი ვადა: 11 იანვარი, 2018
- 9 ნოემბერი, 2017ფაილები აიტვირთა
- 22 აგვისტო, 2017ფაილები აიტვირთა
- 22 აგვისტო, 2017ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები2
- [number]_17) GAMA_GAZI_ORTACHALA_topo.dwg
- Render 001.pdfგახსნა ↗
სხვა ფაილები8
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა