OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა სარაჯიშვილი , N 7ბ

AR1536299სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება1 სექტემბერი, 2017- ვაშლიჯვარი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3528553
გადაწყვეტილების თარიღი
11 სექტემბერი, 2017
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
კირილე მორჩილაძე
დეველოპერი (ს/კ)
701256647

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.10.004.055
მესაკუთრე
ჯამბული ქათამაძე (P/N: 701256647 C/N: *********73)
ფართობი
1 254 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1536299
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
1 სექტემბერი, 2017
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
10 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 11 სექტემბერი, 2017ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 2 მაისის №3236735 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 1 სექტემბერს №AR1479148 განცხადებით მომართა კირილე მორჩილაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2017 წლის 2 მაისის №3236735 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 2 მაისის №3236735 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ქუჩა სარაჯიშვილი , N 7ბ, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.10.10.004.055), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2017 წლის 11 აგვისტოს №3468811 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, სექტორი საბურთალო, სარაჯიშვილის ქუჩა , N 7ბ, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.10.10.004.055), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 11 აგვისტოდან 2020 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2017 წლის 2 მაისის №3236735 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელი ფართობის ნაცვლად 1109.9 კვ.მ-ისა 1434.6 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 323.8 კვ.მ-ის ნაცვლად 324.4 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 804.4 კვ.მ-ის ნაცვლად 842.2 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 224.2 კვ.მ-ის ნაცვლად 235.8 კვ.მ-ის, შესაბამისად საერთო ფართობად 2510.7 კვ.მ-ის ნაცვლად 2885.4 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა სათანადო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მაჩვენებლები შეესაბამება სამსახურის 2017 წლის 2 მაისის №3236735 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტს და განმცხადებლის მოთხოვნა აქტში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 2 მაისის №3236735 ბრძანებაში, კერძოდ, ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი 1434.6 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 324.4 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობი 842.2 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 235.8 კვ.მ და საერთო ფართობი 2885.4 კვ.მ. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 2 მაისის №3236735 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 11 სექტემბერი, 2017გადაწყვეტილება3528553 - თანხმობა
  3. 1 სექტემბერი, 2017ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა