OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩიქოვანი , N 16ა / ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩიქოვანი , N 16ა-ს მიმდებარედ/ ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩიქოვანი , N16 -ის მიმდებარედ / ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩიქოვანი , N16ა -ს მიმდებარედ

AR1536457სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება31 აგვისტო, 2017- წყნეთი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3510600
გადაწყვეტილების თარიღი
1 სექტემბერი, 2017
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
20 ივნისი, 2017 – 20 ივნისი, 2018
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მალხაზ ცერცვაძე
დეველოპერი (ს/კ)
404894655

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.14.008.042
მესაკუთრე
შპს ,,ჩიკო" (404894655)
ფართობი
313 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1536457
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
31 აგვისტო, 2017
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 1 სექტემბერი, 2017ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის №3336547 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 31 აგვისტოს №AR1536457 განცხადებით მომართა მოქალაქე მალხაზ ცერცვაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის №3336547 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის №3336547 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ჩიქოვანის ქ. №16ა-ში/ ქ. თბილისში, ჩიქოვანის ქ. №16ა-ს მიმდებარედ, შპს ,,ჩიკო"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.14.14.008.029), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. ამავე ბრძანებით მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 ივნისიდან 2018 წლის 20 ივნისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში. კერძოდ, საცხოვრებელ ფართობად 898.7 კვ.მ-ის ნაცვლად დაფიქსირდა 820.8 კვ.მ, საზაფხულო ფართობად 189.6 კვ.მ-ის ნაცვლად 276.2 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობად 349.8 კვ.მ-ის ნაცვლად 386.5 კვ.მ, საერთო ფართობად 1724.8 კვ.მ-ის ნაცვლად 1770.2 კვ.მ. სამსახურმა 2017 წლის 31 აგვისტოს №AR1536457 განცხადებით წარმოდგენილი შესწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის №3336547 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას. დადგინდა, რომ ვინაიდან შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციაში შეცდომით იქნა მითითებული საცხოვრებელი, საზაფხულო, ავტოსადგომის და საერთო ფართობები, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის №3336547 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის №3336547 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს საცხოვრებელი ფართობი 898.7 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 189.6 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობი 349.8 კვ.მ, საერთო ფართობი 1724.8 კვ.მ. 2. სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის №3336547 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის №3336547 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 1 სექტემბერი, 2017გადაწყვეტილება3510600 - თანხმობა
  3. 31 აგვისტო, 2017ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა