ქალაქი თბილისი , ქუჩა მურადინ ფრიდონი , N 27
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3533659
- გადაწყვეტილების თარიღი
- 25 სექტემბერი, 2017
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- რამაზ ტვილდიანი
- დეველოპერი (ს/კ)
- 205298925
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.035.580
- მესაკუთრე
- ი.ბ.ა. "დიღმის სახლი" (205298925) (205298925)
- ფართობი
- 2 651 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.035.580საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1537414
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 5 სექტემბერი, 2017
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 20 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 25 სექტემბერი, 2017გადაწყვეტილება3533659 - თანხმობა
- 25 სექტემბერი, 2017ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 30 ოქტომბრის #1565127 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 5 სექტემბერს #AR1537414 განცხადებით მომართეს რამაზ ტვილდიანმა და მერაბი თარხნიშვილმა და მოითხოვეს ამავე სამსახურის 2014 წლის 30 ოქტომბრის #1565127 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 30 ოქტომბრის #1565127 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, ი.ბ.ა. "დიღმის სახლი"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.72.14.035.580), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 30 ოქტომბრიდან 2015 წლის 30 მაისის ჩათვლით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 3 აგვისტოს #3448627 ბრძანებით კი გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 30 ოქტომბრის #1565127 ბრძანებაში და შეთანხმებული პროექტის -2.80 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდა, ამავე ნიშნულის შესწორებული გეგმით. ასევე ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა საზაფხულო ფართობი 241.2 კვ.მ და საერთო ფართობი 5102.3 კვ.მ. განმცხადებლები განმარტების თანახმად ითხოვენ სამსახურის 2014 წლის 30 ოქტომბრის #1565127 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების ჩანაცვლებას 2017 წლის 5 სექტემბრის #AR1537414 განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით და ასევე ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ საზაფხულო ფართობად 239.34 კვ.მ-ის ნაცვლად 241.2 კვ.მ-ის , სარდაფის ფართობის 783.12 კვ.მ-ის ნაცვლად ავტოსადგომის ფართობის 783.12 კვ.მ-ის, შესაბამისად საერთო ფართობად 5100.41 კვ.მ-ის ნაცვლად 5102.3 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 30 ოქტომბრის #1565127 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორებისა და 2017 წლის 5 სექტემბრის #AR1537414 განცხადებით წარმოდგენილი გეგმების ჩანაცვლების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 30 ოქტომბრის #1565127 ბრძანებაში და დაფიქსირდეს საზაფხულო ფართობი 241.2 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობი 783.12 კვ.მ, საერთო ფართობი 5102.3 კვ.მ. და სამსახურის 2014 წლის 30 ოქტომბრის #1565127 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს 2017 წლის 5 სექტემბრის #AR1537414 განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 30 ოქტომბრის #1565127 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 5 სექტემბერი, 2017ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- gegmebi da failebi.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა