ქალაქი თბილისი , გამზირი აკ. წერეთელი , N 49-51-51ა
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3546209
- გადაწყვეტილების თარიღი
- 18 სექტემბერი, 2017
- შედეგი
- სხვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- თამაზი იაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 202348637
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.13.06.010.020
- მესაკუთრე
- ი.ბ.ა. "წერეთლის 49-51" (202348637)
- ფართობი
- 2 167 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.13.06.010.020საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1539366
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 11 სექტემბერი, 2017
- სახეობა
- რეკონსტრუქცია
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 18 სექტემბერი, 2017ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ: იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა გაითვალისწინოთ შემდეგი: 1.წარმოსადგენია არსებული სიტუაციის სხვადასხვა ხედიდან, მათ შორის შორი მანზილიდან გადაღებული ფოტოსურათები. 2.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების მე-18 მუხლის მე-10 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20 %-ს. აღნიშნულის შესაბამისად დაანგარიშდეს სარეკონსტრუქციო ფასადისა და სარეკლამო აბრის პროცენტულობა და დატანილ იქნას ფოტომონტაჟზე. 3.საქართველოს კანონი "რეკლამის შესახებ", თავი II, მუხლი 4, პ. 2-ის თანახმად "რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე". გამომდინარე აქედან, სარეკლამო აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზემოთ (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას. მანათობელი წარწერის შემთხვევაში, ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა იყოს განათებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაკორექტირდეს ფოტომონტაჟი და მიეთითოს შესაბამისი პროცენტულობა. 4.ასევე წარმოსადგენია მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა საპროექტო არეალის მონიშვნით. გაითვალისწინეთ: შენობაზე მიმაგრებულ ნიშნებსა და აბრებს, ისინი შესაძლებელია იყოს შეჭრილი საზოგადოებრივ სივრცეში გრუნტის ზედაპირიდან 2.7 მ-ზე მაღლა სიმაღლეზე, მაგრამ ტროტუარის კიდის ვერტიკალურ წარმოსახვითი სიბრტყიდან პერპენდიკულარული მანძილი ამ ნიშნებამდე და აბრებამდე უნდა იყოს მინიმუმ 1,2 მ. 5.წარმოსადგენია სარეკონსტრუქციო ფართის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. გაითვალისწინეთ, რომ სამსახურს განცხადებით უნდა მომართოს ფართის მესაკუთრემ, მოსარგებლემ ან მათმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა და წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. ასევე შესაძლებელია მესაკუთრე/მოსარგებლე დარეგისტრირდეს თანაგანმცხადებლად. 6.ფოტომონტაჟზე დამატებით მიეთითოს მასალა. გაითვალისწინეთ სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში წინამდებარე განცხადება დარჩება განუხილველი. გაცნობებთ, რომ ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 18 სექტემბერი, 2017გადაწყვეტილება3546209 - სხვა
- 11 სექტემბერი, 2017ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა