OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი , '"ჩალიპირები" / ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი

AR1539690სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება12 სექტემბერი, 2017- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3535856
გადაწყვეტილების თარიღი
18 სექტემბერი, 2017
შედეგი
სხვა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ბეჟან აბდუშელიშვილი
დეველოპერი (ს/კ)
202462744

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.032.990
მესაკუთრე
შპს სალი ელექტრონი (202462744)
ფართობი
900 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1539690
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
12 სექტემბერი, 2017
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
6 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 18 სექტემბერი, 2017ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი AR1539690 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქალაქგეგმარებით დასკვნას, მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #01.72.14.032.990) სასტუმროს განთავსებასთან დაკავშირებით. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: 2016 წლის 27 მაისს ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20–105 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #01.72.14.032.990), დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის მიხედვით, ვრცელდება საცხოვრებელი ზონა 3 (სზ–3) და ძალიან მცირედზე სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1). ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილების თანხამად საცხოვრებელი ზონა 3 (სზ–3) წარმოადგენს ზონას, რომელიც შესაძლებელია არსებობდეს მხოლოდ სასოფლო-სააგარაკო განაშენიანების ტერიტორიაზე. განაშენიანების დომინირებული სახეობაა ერთბინიანი საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები (იხ.დანართი). მოცემულ ფუნქციურ ზონაში (საცხოვრებელი ზონა 3 (სზ–3)) სასტუმროს განთავსების საკითხი საჭიროებს სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას, რომელსაც განიხილავს „ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო”. ვინაიდან, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის საკითხზე მსჯელობა წარმოადგენს “ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს” კომპეტენციას, არქიტექტურის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. ხოლო, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების კონკრეტული პირობების დასადგენად, საჭიროა ელექტრონული განცხადება ატვირთოთ არქიტექტურის სამსახურის ვებ–გვერდზე, http://tas.ge/–ზე, შესაბამის ნომენკლატურაში: „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები“, „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა“. აქვე გაცნობებთ, საკადასტრო ერთეულის სამშენებლოდ განვითარებისას საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს სამსახურის მიერ დადგენილი განაშენიანების რეგულირების ხაზები (იხ. დანართი). ამასთან, მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება ხაზოვანი ნაგებობა (საკადასტრო კოდი: #01.02.204) და საჭიროა წარმოდგენილ იქნეს ხაზოვანი ნაგებობის მესაკუთრის შესაბამისი პოზიცია ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარებასთან დაკავშირებით.

    მეტის ჩვენება
  2. 18 სექტემბერი, 2017გადაწყვეტილება3535856 - სხვა
  3. 12 სექტემბერი, 2017ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა