ქალაქი თბილისი , გამზირი ქეთევან წამებული , (ნაკვ. 42/006) / ქალაქი თბილისი , ბოჭორმის ქუჩა N14ა-ს მიმდებარედ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3585055
- გადაწყვეტილების თარიღი
- 10 ოქტომბერი, 2017
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- იაკობ ბერიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 404435250
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.17.13.042.017
- მესაკუთრე
- შპს GLOBAL DEFENSE GROUP (404435250)
- ფართობი
- 744 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.17.13.042.017საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1542032
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 19 სექტემბერი, 2017
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 21 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 10 ოქტომბერი, 2017ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 08 მაისის №3221582 მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 19 სექტემბრის #AR1542032 განცხადებით მომართა იაკობ ბერიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2017 წლის 08 მაისის №3221582 მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2017 წლის 08 მაისს ქალაქი თბილისი, გამზირი ქეთევან წამებული, (ნაკვ. 42/006)/ქალაქი თბილისი, ბოჭორმის ქუჩა N14ა-ს მიმდებარედ, საკ. კოდი: N01.17.13.042.017 მიწის ნაკვეთზე, დამტკიცდა №3221582 მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: #882017258459, მომზადების თარიღი: 03/04/2017 12:32:58) თანახმად, ქალაქი თბილისი, გამზირი ქეთევან წამებული, (ნაკვ. 42/006)/ქალაქი თბილისი, ბოჭორმის ქუჩა N14ა-ს მიმდებარედ, საკ. კოდი: N01.17.13.042.017 მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა შპს „GLOBAL DEFENSE GROUP“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხ. რეგისტრაცია - B17043133, მომზადების თარიღი: 13/04/2017 10:06:12), შპს „GLOBAL DEFENSE GROUP“-ის დირექტორია იაკობ ბერიძე. განმცხადებლის განმარტებით, აღარ არსებობს ზემოაღნიშნული აქტის შესაბამისად მშენებლობის განხორციელების ინტერესი და შესაბამისად, ითხოვს 2017 წლის 08 მაისის №3221582 მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ძალადაკარგულად გამოცხადებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს იაკობ ბერიძის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს მოქალაქე იაკობ ბერიძის 2017 წლის 19 სექტემბრის #AR1542032 განაცხადი. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 08 მაისის №3221582 მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 10 ოქტომბერი, 2017გადაწყვეტილება3585055 - თანხმობა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა