ქალაქი თბილისი , მარო მაყაშვილის ქუჩის ჩიხი N3
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3631963
- გადაწყვეტილების თარიღი
- 23 ოქტომბერი, 2017
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 5 მაისი, 2017 – 5 ნოემბერი, 2017
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ირაკლი ბერიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 404498129
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.15.07.006.038
- მესაკუთრე
- სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი (204378869)
- ფართობი
- 3 837 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.15.07.006.038საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-2
- K1
- 0,5
- K2
- 0,8
- K3
- 0,25
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1549678
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 16 ოქტომბერი, 2017
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 23 ოქტომბერი, 2017ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 5 მაისის №3246886 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 16 ოქტომბრის №AR1549678 განცხადებით მომართა მოქ. ირაკლი ბერიძემ და მოითხოვა სამსახურის 2017 წლის 5 მაისის №3246886 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 5 მაისის №3246886 ბრძანებით შეთანხმდა: ქ. თბილისში, მარო მაყაშვილის ქუჩის №3 ჩიხში, შპს ,,მ2 სქაილაინი“-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, ს/კ: 01.15.07.006.038, შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 05 მაისიდან 2017 წლის 05 ნოემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, ზემოაღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტის ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლებში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირებულია 3089.33 კვ.მ ნაცვლად 3295.81 კვ.მ-სა, დამხმარე ფართობად დაფიქსირებულია 74.77 კვ.მ ნაცვლად 184.06 კვ.მ-სა, საერთო ფართობად დაფიქსირებულია 6055.64 კვ.მ ნაცვლად 6371.41 კვ.მ-სა. სამსახურმა 2017 წლის 16 ოქტომბრის №AR1549678 განცხადებით წარმოდგენილი შესწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა სამსახურის 2017 წლის 5 მაისის №3246886 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა შესაბამისობაშია შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციასთან. შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება და 2017 წლის 5 მაისის №3246886 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 5 მაისის №3246886 ბრძანების ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლებში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 3295.81 კვ.მ; დამხმარე ფართობად დაფიქსირდეს 184.06 კვ.მ; საერთო ფართობად დაფიქსირდეს 6,371.41 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის ამსახურის 2017 წლის 5 მაისის №3246886 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ -ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2017 წლის 5 მაისის №3246886 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 23 ოქტომბერი, 2017გადაწყვეტილება3631963 - თანხმობა
- 16 ოქტომბერი, 2017ფაილები აიტვირთა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა