OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ნუცუბიძის პლატო , II, III და IV მ/რ-ების მიმდებარე ტერიტორია, (ნაკვეთი N 015/127)

AR1551138სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება20 ოქტომბერი, 2017- ნუცუბიძე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

დამკვეთი

სახელი
იოსებ მდინარაძე
დეველოპერი (ს/კ)
405003115

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.16.015.127
მესაკუთრე
ამხანაგობა "ნუცუბიძე II III IV 2010".
ფართობი
1 200 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1551138
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
20 ოქტომბერი, 2017
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
21 დღე
რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 10 ნოემბერი, 2017ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 24 მაისის №2600684 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 20 ოქტომბრის №AR1551138 განცხადებით მომართა მოქ. იოსებ მდინარაძემ და მოითხოვა სამსახურის 2016 წლის 24 მაისის №2600684 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 24 მაისის №2600684 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, II, III და IV მ/რ-ების მიმდებარე ტერიტორიაზე (ნაკვ.№015/127), კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სკ. №01.14.16.015.127, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 24 მაისიდან 2018 წლის 24 მაისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, ზემოაღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: სამსახურის 2016 წლის 24 მაისის №2600684 ბრძანების დამკვეთ(ებ)ის სახელის და გვარის ველში დაფიქსირებულია იოსებ მდიანარაძე ნაცვლად იოსებ მდინარაძისა. სამსახურმა 2017 წლის 20 ოქტომბრის №AR1551138 განცხადებით წარმოდგენილი მოთხოვნა შეადარა სამსახურის 2016 წლის 24 მაისის №2600684 ბრძანებით მშენებლობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით ახალ გაცემულ მშენებლობის ნებართვას და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია, ვინაიდან 2016 წლის 16 მაისის №AR1404932 განცხადებაში დამკვეთის ინფორმაციის ველში, დამკვეთის სახელი და გვარი დაფიქსირებულია იოსებ მდინარაძე. შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება და სამსახურის 2016 წლის 24 მაისის №2600684 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 24 მაისის №2600684 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: ამავე ბრძანების დამკვეთ(ებ)ის სახელად და გვარად დაფიქსირდეს: იოსებ მდინარაძე. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 24 მაისის №2600684 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ -ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 24 მაისის №2600684 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 20 ოქტომბერი, 2017ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა