OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი , ხატაეთის ქუჩა , N 41 / ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი , ხატაეთის ქუჩა , N 39 / ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი , ხატაეთის ქუჩა , N 39ა

AR1551853სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება24 ოქტომბერი, 2017- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3686750
გადაწყვეტილების თარიღი
16 ნოემბერი, 2017
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ლუკა გოგლიძე
დეველოპერი (ს/კ)
420423679

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.036.735
მესაკუთრე
შპს ემიქსი (420423679)
ფართობი
3 389 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1551853
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
24 ოქტომბერი, 2017
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
3

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 16 ნოემბერი, 2017ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 მაისის №3288603 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 24 ოქტომბრის №AR1551853 განცხადებით მომართა მოქ. ლუკა გოგლიძემ და მოითხოვა სამსახურის 2017 წლის 30 მაისის №3288603 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 მაისის №3288603 ბრძანებით შეთანხმდა: ქ. თბილისში, სოფელი დიღომში , ხატაეთის ქუჩა N 41-ში, N 39-ში და N 39ა-ში, შპს "ემიქსი"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 01.72.14.036.735), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ასევე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ სამსახურის 2017 წლის 13 ოქტომბრის №3581657 ბრძანებით გასწორდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 მაისის №3288603 ბრძანების ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებული ტექნიკურ შეცდომა, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდა 6994.2 კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 5606 კვ.მ, საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 685 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად დაფიქსირდა 703.2 კვ.მ; განაშენიანების ფართობად დაფიქსირდა 1001.3 კვ.მ, შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლე დაფიქსირდა 28.55 მ, 0.00 ნიშნულის ზევით დაფიქსირდა 28.1 მ; 0.00 ნიშნულის ქვევით დაფიქსირდა 0.45 მ; სამშენებლო მოცულობად დაფიქსირდა 27312.0 კუბ.მ; 0.00 ნიშნულის ზევით დაფიქსირდა 26880.0 კუბ.მ; 0.00 ნიშნულის ქვევით დაფიქსირდა 432.0 კუბ.მ. განმცხადებლის განმარტებით, ზემოაღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტის ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლებში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად ნაცვლად 5204,9 კვ.მ-სა დაფიქსირებულია 5606 კვ.მ, საზაფხულო ფართობად ნაცვლად 575,3 კვ.მ-სა დაფიქსირებულია 685 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად ნაცვლად 1040,0 კვ.მ-სა დაფიქსირებულია 703.2 კვ.მ, საერთო ფართობად ნაცვლად 6820,2 კვ.მ-სა დაფიქსირებულია 6994.2 კვ.მ. განმცხადებელი ასევე განმარტავს, რომ შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის გეგმების შტამპებზე ფართობები შეცდომითაა დაფიქსირებული. შესაბამისად, ითხოვს სამსახურის 2017 წლის 30 მაისის №3288603 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის შესაბამისი გეგმების 2017 წლის 24 ოქტომბრის №AR1551853 განცხადებით წარმოდგენილი შესაბამისი გეგმებით ჩანაცვლებას. სამსახურმა 2017 წლის 24 ოქტომბრის №AR1551853 განცხადებით წარმოდგენილი შესწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა სამსახურის 2017 წლის 30 მაისის №3288603 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა შესაბამისობაშია შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციასთან. შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება და სამსახურის 2017 წლის 30 მაისის №3288603 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 25 ივლისის №3418776 ბრძანების ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლებში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 6820.2 კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 5204.9 კვ.მ, საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 575.3 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად დაფიქსირდეს 1040.0 კვ.მ. 2. ჩანაცვლდეს 2017 წლის 30 მაისის №3288603 ბრძანების თანდართული შესაბამისი გეგმები 2017 წლის 24 ოქტომბრის №AR1551853 განცხადებით წარმოდგენილი შესაბამისი გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 მაისის №3288603 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ -ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 მაისის №3288603 და 2017 წლის 13 ოქტომბრის №3581657 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 16 ნოემბერი, 2017გადაწყვეტილება3686750 - თანხმობა
  3. 15 ნოემბერი, 2017ქალაქის პასუხი
  4. 15 ნოემბერი, 2017ფაილები აიტვირთა
  5. 31 ოქტომბერი, 2017ქალაქის პასუხი
  6. 24 ოქტომბერი, 2017ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა