OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩარგალი , N 79

AR1552400სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება26 ოქტომბერი, 2017
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3640854
გადაწყვეტილების თარიღი
26 ოქტომბერი, 2017
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
დავით შენგელია
ორგანიზაცია
10042
დეველოპერი (ს/კ)
405047364

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.12.04.001.145
მესაკუთრე
შპს გერმანული სამშენებლო კომპანია (405047364)
ფართობი
4 300 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1552400
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
26 ოქტომბერი, 2017
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
0 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 26 ოქტომბერი, 2017ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 26 ოქტომბრის №AR1552400 განცხადებით მომართა დავით შენგელიამ და მოითხოვა, ამავე სამსახურის 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანებით შეთანხმდა: ქ. თბილისში, ჩარგლის ქუჩის N79-ში, შპს ,,გერმანული სამშენებლო კომპანიის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ №01.12.04.001.145 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორებას და განმარტავს, რომ უნდა შეიცვალოს ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. კერძოდ, საერთო ფართობად უნდა დაფიქსირდეს 3526.79 კვ.მ ნაცვლად 3456.11 კვ.მ-სა, საცხოვრებელ ფართობად უნდა დაფიქსირდეს 1764.22 კვ.მ ნაცვლად 1700.8 კვ.მ-სა, საზაფხულო ფართობი უნდა იყოს 337.2 კვ.მ ნაცვლად 330.9 კვ.მ-სა და დამხმარე ფართობად უნდა დაფიქსირდეს 593.5 კვ.მ ნაცვლად 592.5 კვ.მ-სა. განმცხადებელი ასევე ითხოვს 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანებით შეთანხმებული IV და V სართულების, 9.90 და 13.20 ნიშნულების საპროექტო გეგმების, 2017 წლის 26 ოქტომბრის №AR1552400 განცხადებაში წარმოდგენილი IV და V სართულების, 9.90 და 13.20 ნიშნულების კორექტირებული საპროექტო გეგმებით ჩანაცვლებას. სამსახურმა გამოიკვლია 2017 წლის 26 ოქტომბრის №AR1552400 განცხადებით წარმოდგენილი მოთხოვნა, შეადარა 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანების ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებული შეცდომა, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 1764.22 კვ.მ; საერთო ფართობად დაფიქსირდეს 3526.79 კვ.მ; საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 337.2 კვ.მ; დამხმარე ფართობად დაფიქსირდეს 593.5 კვ.მ. ჩანაცვლდეს, ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანებით შეთანხმებული IV და V სართულების, 9.90 და 13.20 ნიშნულების საპროექტო გეგმები, 2017 წლის 26 ოქტომბრის №AR1552400 განცხადებაში წარმოდგენილი IV და V სართულების, 9.90 და 13.20 ნიშნულების კორექტირებული საპროექტო გეგმებით. სამსახურის 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 26 ოქტომბერი, 2017გადაწყვეტილება3640854 - თანხმობა
  3. 26 ოქტომბერი, 2017ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა