ქალაქი თბილისი , ქუჩა სააკაძე , N 63 / ქალაქი თბილისი , ქუჩა ცინცაძე , N 1
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3665355
- გადაწყვეტილების თარიღი
- 10 ნოემბერი, 2017
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ალექსანდრე კვიტატიანი
- ორგანიზაცია
- 9538
- დეველოპერი (ს/კ)
- 400086562
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.12.13.020.013
- მესაკუთრე
- შპს "ტეტრა" (400086562)
- ფართობი
- 5 316 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.12.13.020.013საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1552879
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 31 ოქტომბერი, 2017
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 10 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 10 ნოემბერი, 2017ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 27 ივლისის №2034507 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 31 ოქტომბრის №AR1552879 განცხადებით მომართა მოქ. ალექსანდრე კვიტატიანმა და მოითხოვა სამსახურის 2015 წლის 27 ივლისის №2034507 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 27 ივლისის №2034507 ბრძანებით შეთანხმდა: ქ. თბილისში, სააკაძის ქუჩის N63-ში, ქ. თბილისში, ცინცაძის ქუჩის N1-ში, შპს ტეტრას კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ს/კ: N01.12.13.020.013, მრავალფუნქციური (სავაჭრო, საოფისე, საცხოვრებელი) შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 27 ივლისიდან 2019 წლის 27 ივლისის ჩათვლით. ასევე დგინდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 11 მაისის №3230442 ბრძანებით გასწორდა ამავე სამსახურის 2015 წლის 27 ივლისის №2034507 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა. კერძოდ: ავტოსადგომის ფართობად 2085.8 კვ.მ-ის ნაცვლად დაფიქსირდა 2712,6 კვ.მ, ხოლო კომერციულ ფართად დაფიქსირდა 1487.0 კვ.მ ნაცვლად 1584.8 კვ. მ-სა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2015 წლის 27 ივლისის №2034507 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტის ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლებში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირებულია 10425.5 კვ.მ ნაცვლად 10427.7 კვ.მ-სა, საზაფხულო ფართობად დაფიქსირებულია 2341.6 კვ.მ ნაცვლად 2352.0 კვ.მ-სა. საოფისე ფართობად დაფიქსირებულია 539.8 კვ.მ ნაცვლად 539.6 კვ.მ-სა, საერთო ფართობად დაფიქსირებულია 19133.9 კვ.მ ნაცვლად 19675.7 კვ.მ-სა. სამსახურმა 2017 წლის 31 ოქტომბრის №AR1552879 განცხადებით წარმოდგენილი შესწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა სამსახურის 2015 წლის 27 ივლისის №2034507 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა შესაბამისობაშია შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციასთან. შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება და სამსახურის 2015 წლის 27 ივლისის №2034507 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 27 ივლისის №2034507 ბრძანების ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლებში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 10427.7 კვ.მ; საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 2352.0 კვ.მ; საოფისე ფართობად დაფიქსირდეს 539.6 კვ.მ; საერთო ფართობად დაფიქსირდეს 19675.7 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 27 ივლისის №2034507 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ -ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 27 ივლისის №2034507 და 2017 წლის 11 მაისის №3230442 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 10 ნოემბერი, 2017გადაწყვეტილება3665355 - თანხმობა
- 31 ოქტომბერი, 2017ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- gegmebi 1-16.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა