OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , ქუჩა ონიაშვილი , N 25 / ქალაქი თბილისი , ქუჩა ონიაშვილი , N 27

AR1554549რეკონსტრუქციასხვა დანიშნულება3 ნოემბერი, 2017
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3672184
გადაწყვეტილების თარიღი
9 ნოემბერი, 2017
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
შალვა შავგულიძე
დეველოპერი (ს/კ)
404897741

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.12.038.031
მესაკუთრე
ნანა კვარაცხელია (P/N: *********61)
ფართობი
907 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1554549
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
3 ნოემბერი, 2017
სახეობა
რეკონსტრუქცია

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
6 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 9 ნოემბერი, 2017ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ შემდეგს: „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის 2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული კანონის ამოცანაა „ტერიტორიების და დასახლებათა განვითარება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პრინციპებით, რომლებიც ეკონომიკური და სხვა საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმალიზებით, ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით უზრუნველყოფს ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს არსებობას. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად სივრცითი მოწყობა განმარტებულია შემდეგნაირად, „სივრცითი მოწყობა – ტერიტორიების ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის ფორმირებისათვის კანონმდებლობის, ამ დარგის სახელმწიფო და ადგილობრივი პოლიტიკის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, ფიზიკური და იურიდიული პირების მოღვაწეობის ერთობლიობით განსაზღვრული პირობები და პროცესები. სივრცით-ტერიტორიული მოწყობისათვის საჭიროა შესაბამისი პროცესების დაგეგმვა, რომელიც მოიცავს საქმიანობას, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათსარგებლობის, განაშენიანებასა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კუტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციის სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. ამავე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, „სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის განმახორციელებლები – დაგეგმვაზე უფლებამოსილი უწყებები, ფიზიკური და იურიდიული პირები“ ანუ სივრცით–ტერიტორიული დაგეგმვის განმახორციელებლები შეიძლება იყვნენ: დაგეგმვაზე უფლებამოსილი უწყებები, ფიზიკური და იურიდიული პირები. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად, „ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები, უფლებამოსილი სამსახურების სახით“ და გამომდინარე აქედან, ჩვენს შემთხვევაში უფლებამოსილი სამსახურია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, რომელსაც ასევე გააჩნია მონიტორინგის ფუნქცია. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური ქ. თბილისის მასშტაბით, როგორც არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმხორციელებელი ორგანო არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, რათა სახელმწიფომ და საზოგადოებამ არ მიიღოს შენობა-ნაგებობათა და საერთო ჯამში ქალაქის დამახინჯებული იერსახე. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20–104 დადგენილების მე–2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ–ერთი მიზანია „მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში თბილისი) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება,“ ამავე მუხლის ,,ტ’’ ქვეპუნქტის თანახმად, თბილისის ცალკეული უბნების რეკრეაციული სივრცეების, გამწვანებული ტერიტორიების, გზების, მოედნების, გზაჯვარედინების, ავტოსადგომების და ა.შ. დაგეგმარების ორგანიზება, ხოლო ამავე მუხლის ,,ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახური უზრუნველყოფს მის ფუნქციებში შემავალი თბილისის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესების მოდელირებას, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზს, საპროექტო ვარიანტებისა და მიღებული გადაწყვეტილების შეფასებას. ზემოხსენებული დადგენილების მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, სამსახურს თავისი ფუქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს, „განიხილოს შენობა–ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეხამება“ და „მოამზადოს თბილისის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საპროექტო–საინვესტიციო წინადადებები.“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14–39 დადგენილების მუხლი 20–ის თანახმად "მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომლებსაც უნებართვოდ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ დაშენების, მიშენების ან/და მანსარდის მოწყობის გამო დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე, დაშენება, მიშენება ან/და მანსარდის მოწყობა ნებადართულია ერთიანი პროექტის საფუძველზე, იერსახის მოწესრიგების მიზნით". საკითხის განხილვის შედეგად გაცნობებთ, რომ საპროექტო ობიექტი ახლად აშენებული ჩამოყალიბებული იერსახის შენობაა და მისი ცვლილება (საჩრდილობლის მოწყობა ) არ ხორციელდება ფასადის ერთიანი იერსახის მოწყობის მიზნით, სამსახურს შესაძლებლად არ მიაჩნია და ვერ დაუშვებს პრეცედენტს თქვენი კონკრეტული შემთხვევისათვის გასცეს რეკონსტრუქციის ნებართვა და თვლის, რომ მსგავსი სახით პრეცენდენტის დაშვება შესაძლებელია შემდგომში გახდეს ანალოგიური მოთხოვნების წარმოდგენისა და მსგავსი ფაქტების დამკვიდრების საფუძველი, რაც მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას იქონიებს შენობის ერთიან იერსახეზე. ასევე დამატებით გაცნობებთ რომ ამონაწერი საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით საპროექტო ობიექტი დაფიქსირებულია მშენებარედ , რაც იმას ნიშნავს რომ აღნიშნული ობიექტი არ არის მიღებული ექსპლუატაციაში,შესაბამისად სამსახური ვერ იმსჯელებს საკითხთან დაკავშირებით I კლასის რეკონსტრუქციის კუთხით , ამიტომ თქვენი საკითხი უნდა დააყენოთ შეთანხმებული პროექტის კორექტირების კუთხით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ობიექტი მიღებულია ექსპლუატაციაში, წარმოსადგენი გექნებათ განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც აღარ იქნება დაფიქსირებული ობიექტი მშენებარედ, და შესაცვლელი გექნებათ ვიზუალი , რომელშიც საჩრდილობელი მოეწყობა მსუბუქი კონსტრუქციის გამჭირვალე მასალით , რომელიც მისადაგებული იქნება არსებულ შენობასთან . გაითვალისწინეთ დამატებით წარმოსადგენი გექნებათ შეთანხმებული პროექტის ავტორის თანხმობა აღნიშნული ცვლილების განხორციელების შესაძლებლობაზე; საჭიროების შემთხვევაში, დაზუსტებული ინფორმაცია დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ, გეცნობებათ მითითებული რეკომენდაციის გათვალისწინებით ატვირთული დოკუმენტაციის განხილვის შემდგომ, კანონით დადგენილ ვადაში. სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში წინამდებარე განცხადება დატოვებული იქნება განუხილველი. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი

    მეტის ჩვენება
  2. 9 ნოემბერი, 2017გადაწყვეტილება3672184
  3. 3 ნოემბერი, 2017ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა