OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა კაირო , N 13

AR1557026სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება10 ნოემბერი, 2017
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3679541
გადაწყვეტილების თარიღი
13 ნოემბერი, 2017
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
სერგო კაპანაძე
დეველოპერი (ს/კ)
405092769

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.34.002.003
მესაკუთრე
სააქციო საზოგადოება "ლიბერთი ბანკი" (203828304)
ფართობი
13 890 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1557026
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
10 ნოემბერი, 2017
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
3 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 13 ნოემბერი, 2017ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 6 ნოემბრის №3661729 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 10 ნოემბრის №AR1557026 განცხადებით მომართა მოქ. სერგო კაპანაძემ და მოითხოვა სამსახურის 2017 წლის 6 ნოემბრის №3661729 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 6 ნოემბრის №3661729 ბრძანებით ცვლილება შევიდა ამავე სამსახურის 2016 წლის 25 მაისის №2615219 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და საპროექტო ობიექტად დაფიქსირდა: პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი (ავტომობილების ტექდათვალიერება). განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2017 წლის 6 ნოემბრის №3661729 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ: საპროექტო ობიექტად, ზემოაღნიშნულის ნაცვლად უნდა დაფიქსირდეს: პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი და სავაჭრო ობიექტი (მაღაზია). სამსახურმა გამოიკვლია 2017 წლის 10 ნოემბრის №AR1557026 განცხადებით წარმოდგენილი მოთხოვნა, შეადარა სამსახურის 2017 წლის 6 ნოემბრის №3661729 ბრძანებას და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება და სამსახურის 2017 წლის 6 ნოემბრის №3661729 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 6 ნოემბრის №3661729 ბრძანებაში საპროექტო ობიექტის განსაზღვრისას დაშვებული ტექნიკური შეცდომა და ამავე ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 მაისის №2615219 ბრძანებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და საპროექტო ობიექტად პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრთან (ავტომობილების ტექდათვალიერება) ერთად დაფიქსირდეს სავაჭრო ობიექტი (მაღაზია)“. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 6 ნოემბრის №3661729 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ -ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 6 ნოემბრის №3661729 და 2016 წლის 25 მაისის №2615219 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 13 ნოემბერი, 2017გადაწყვეტილება3679541 - თანხმობა
  3. 10 ნოემბერი, 2017ფაილები აიტვირთა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა