OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი , დიდი დიღომი ; ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი , დიდი დიღომი

AR1557890სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება14 ნოემბერი, 2017- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3706003
გადაწყვეტილების თარიღი
29 ნოემბერი, 2017
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მარინე ნებიერიძე
დეველოპერი (ს/კ)
205342182

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.040.615
მესაკუთრე
მურმან ჩუბინიძე (P/N: *********74)
ფართობი
400 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1557890
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
14 ნოემბერი, 2017
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
15 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 29 ნოემბერი, 2017ქალაქის პასუხი

    სამსახურმა განიხილა თქვენი #AR1557890 ელექტრონული განაცხადი, რომლითაც ითხოვთ ინფორმაციას #01.72.14.040.615 და #01.72.14.040.614 საკადასტრო ერთეულებზე მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, გსურთ არსებობის შემთხვევაში ნებართვის და მდგრადობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის ასლი, ასევე ითხოვთ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მომართვის შემთხვევაში წარმოებაში დაინტერესებულ მხარედ ჩართვას. პასუხად გაცნობებთ, რომ ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, დიდ დიღომში #01.72.14.040.614 საკადასტრო ერთეულით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გაცემულია შემდეგი აქტები: სამსახურის 2015 წლის 13 თებერვლის #1722681 ბრძანებით დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის (საცხოვრებელი, საოფისე) მშენებლობისათვის. 2015 წლის 03 ივლისის #1990997 ბრძანებით ქ. თბილისში სოფელი დიღომი , დიდი დიღომი –ში, მოქ. გიორგი მოსიაშვილის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ( საკ. კოდით #01.72.14.040.614) შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსის (საოფისე-საცხოვრებელი) შენობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. 2016 წლის 26 აგვისტოს #2791437 ბრძანებით შევიდა ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 03 ივლისს გაცემულ #1990997 ბრძანებაში კერძოდ მოხდა მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება. ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, დიდ დიღომში #01.72.14.040.615 საკადასტრო ერთეულით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გაცემულია შემდეგი აქტები: სამსახურის 2016 წლის 19 თებერვლის #2418035 ბრძანებით დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, სასტუმროს მშენებლობისათვის. 2016 წლის 05 დეკემბრის #2979827 ბრძანებით მოქ. მურმან ჩუბინიძის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ #01.72.14.040.615), შეთანხმდა სასტუმროს არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. 2017 წლის 04 აგვისტოს #3451553 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 5 დეკემბრის #2979827 ბრძანება. 2017 წლის 14 აგვისტოს #3450473 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 თებერვლის #2418035 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და საპროექტო ობიექტად დაფიქსირდა: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და დაემატა ჩანაწერი: „ავტოსადგომების რაოდენობა განისაზღვროს ბინების რაოდენობის შესაბამისად“. ამასთან გაცნობებთ, რომ ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, დიდ დიღომში #01.72.14.040.615 და #01.72.14.040.614 საკადასტრო ერთეულებზე (თქვენს მიერ რუკაზე მონიშნულ ტერიტორიაზე) სამსახურში ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს. თქვენი შეტყობინება სამსახურში მიღებულია ცნობის სახით და ობიექტზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების და საჭიროების შემთხვევაში იქნებით ინფორმირებული. ამასთან გაცნობებთ, რომ ობიექტის სამშენებლო განვითარების შესახებ თვალყურის დევნება შეგიძლიათ სამსახურის ვებ-გვერდის (www.tas.ge) მეშვეობით, ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში. მოთხოვნის საფუძველზე გიგზავნით #1990997 და #2791437 ბრძანებების ასლებს. ამასთან გაცნობებთ, რომ #1990997 და #2791437 ბრძანებების გამოცემისას მდგრადობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილი არ ყოფილა. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად - სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე უნდა შეიტანოთ ასლის გადაღების მოსაკრებელი - 0 ლარის და 25 თეთრის ოდენობით. აღნიშნული დოკუმენტაცია შეგიძლიათ გაიტანოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველი სართულიდან (მე-4 სივრცე), შეტყობინების მიღებიდან მეორე სამუშაო დღეს, გატანის დროს საჭიროა წარმოადგინოთ აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. დანართი: 5 ფურცელი. გადასახდელი თანხის რეკვიზიტებია: 1. მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში 2. მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა 3. ბანკის კოდი: TRESGE22 4.ანგარიშის ნომერი: 200122900 5.სახაზინო კოდი: 300773173 6. გადახდის დანიშნულება: საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი. (#AR1557890 14.11.2017წ.)

    მეტის ჩვენება
  2. 29 ნოემბერი, 2017გადაწყვეტილება3706003 - თანხმობა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა