OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , ქუჩა ხიზანიშვილი , N 15 , (ნაკვეთი N16/61)

AR1558120ახალი მშენებლობასხვა დანიშნულება15 ნოემბერი, 2017- გლდანი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3729038
გადაწყვეტილების თარიღი
11 დეკემბერი, 2017
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ელჩინ ბაირამოვი
დეველოპერი (ს/კ)
205088545

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.11.12.016.061
მესაკუთრე
სააქციო საზოგადოება "თიბისი ბანკი" (204854595) (204854595)
ფართობი
2 867 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1558120
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
15 ნოემბერი, 2017
სახეობა
ახალი მშენებლობა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
26 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 11 დეკემბერი, 2017ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ: იმისთვის რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხთან დაკავსირებით, საჭიროა წარმოდგენილ იქნას სარეკონსტრუქციო შენობის ფასადზე განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გაითვალისწინეთ: „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა. შესაბამისად, ფოტომონტაჟის დარღვევით განხორციელებული სამუშაოები არის უნებართვო მშენებლობა, რომლის შემდგომი განვითარებას სამსახური ვერ დაეთანხმება. ამავე დადგენილების 66-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, უნებართვო მშენებლობად არ ჩაითვლება I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის/მონტაჟის განხორციელება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის დარღვევით, თუ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო წერილობით დაადასტურებს დარღვევით განხორციელებული მშენებლობის შესაძლებლობას ან შესაძლებელია ობიექტი მოყვანილ იქნას შეთანხმებულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში. ზემოაღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ ასევე გასათვალისწინებელი იქნება: ფოტომონტაჟზე საჭიროა მითითებულ იქნას სრულყოფილი გაბარიტული ზომები, ფერი და მასალა. ასევე ფართის გაბარიტული ზომები, ქვემოთ მოცემული ხარვეზების შესაბამისად შესწორებული, სადაც ასევე მითითებული იქნება საჩრდილობლების სრულყოფილი გაბარიტული ზომები, მათშორის ტროტუარიდან საჩრდილობლის კიდემდე მანძილი. ასევე საჭიროა წარმოდგენილ იქნას საკადასტრო გეგმა საპროექტო სამუშაოების დატანით. ვინაიდან აღნიშნული ობიექტი მდებარეობს ქალაქის გეგმარებით კარკასზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შენობა-ნაგებობებს და მათზე განთავსებულ კონკრეტული დეტალების ვიზუალურ მხარეს, არქიტექტურის სამსახურს მსგავსი სახით სარეკლამო აბრების მოწყობა შესაძლებლად არ მიაჩნია. იგი საკმაოდ გადატვირთული სახის მატარებელია და ჭრელი, საჭიროა მხატვრულ ვიზუალური ელფერის სადა და მსუბუქი ფორმულირების შემუშავება. აქვე გაცნობებთ: „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილების მე-18 მუხლის, მე-10 პუნქტის თანახმად განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20%–ს. წარმოსადგენია ახალი ფოტომონტაჟი ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დეტალურად გაბარიტული ზომებისა და მასალის მითითებით გამოტანილი ხაზის მეშვეობით. ასევე ცალკე წარმოადგინეთ თქვენი კუთვნილი ფართის ფასადის საანგარიშო ზედაპირი და მასზე განსათავსებელი სარეკლამო აბრების ზომები, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ფასადის 20 %–ს. წარმოსადგენია შესაბამისი თანხმობა განახლებული ფოტომონტაჟის მიხედვით. ასევე, შესაძლებელია ზოგადი თანხმობის წარმოდგენა ან მესაკუთრის წარმომადგენლად რეგისტრირებული პირი დაფიქსირდეს თანაგანმცხადებლად. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს სრულყოფილ დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი. გაითვალისწინეთ, რომ სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში თქვენი განცხადება დარჩება განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  2. 11 დეკემბერი, 2017გადაწყვეტილება3729038
  3. 8 დეკემბერი, 2017ქალაქის პასუხი
  4. 8 დეკემბერი, 2017ფაილები აიტვირთა
  5. 15 ნოემბერი, 2017ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები6

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა