OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , დიდი დიღომი , III მ/რ , მე-15 კორპუსის მიმდებარედ/ ქალაქი თბილისი , დიდი დიღომი , III მ/რ კორპუსი N1-ის მიმდებარედ

AR1558521ახალი მშენებლობასხვა დანიშნულება16 ნოემბერი, 2017- დიღომი
საერთო ფართობი
4 949,9 მ²
განაშენიანების ფართობი
534 მ²
საცხოვრებელი ფართობი
2 918,8 მ²
მიწის ნაკვეთის ფართობი
1 087 მ²
სიმაღლე
41,3 მ
ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
2,6 მ
სამშენებლო მოცულობა
15 480 მ³

მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.

გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3697446
გადაწყვეტილების თარიღი
29 ნოემბერი, 2017
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
კობა კობალაძე
დეველოპერი (ს/კ)
400131905

მონაწილეები

  • დამკვეთი
    სახელი
    მიხეილ ალიბეგაშვილი
    პირადი ნომერი
    *********47
    ორგანიზაცია
    შპს ,,ქართულ-უკრაინული სამშენებლო ჯგუფი,,
    საიდენტიფიკაციო კოდი
    400131905
  • მთავარი არქიტექტორი
    სახელი
    მალხაზ კვესელავა
    პირადი ნომერი
    *********57
    ორგანიზაცია
    შპს "primo line"
    საიდენტიფიკაციო კოდი
    404883845

პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.08.006.189
მესაკუთრე
თეიმურაზ ოქრომელიძე (P/N: *********25)
ფართობი
1 087 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1558521
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
16 ნოემბერი, 2017
სახეობა
ახალი მშენებლობა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
13 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 29 ნოემბერი, 2017ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ განხილულ იქნა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რომლის პასუხად გაცნობებთ: გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 ნოემბრის №498 დადგენილებით, შეტანილ იქნა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებულ „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ტექნიკურ რეგლამენტში. განხორციელებული ცვლილების თანახმად: დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ ობიექტებზე, რომელთა მიმართაც 2017 წლის 16 ნოემბრამდე შეთანხმებულია არქიტექტურული პროექტი ან წარდგენილია განაცხადი არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე ან/და გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინამდებარე წესები უფრო ხელსაყრელ პირობებს ითვალისწინებს და მის გამოყენებაზე მოთხოვნას აყენებს განმცხადებელი. აღნიშნულ ობიექტებზე გავრცელდება ზემოაღნიშნული დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ყველა იმ ობიექტზე რომელთა მიმართაც დამტკიცებულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) და ზემოაღნიშნულ ცვლილებაში მითითებულ თარიღამდე (16.11.2017წელი) არ განხორციელებულა შემდგომი ქმედება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები გაცემულია 2016 წლის 16 დეკემბრის (გადაწყვეტილება №2994892), რომლის საფუძველზეც დღეის მდგომარეობით არ არის შეთანხმებული პროექტი და 2017 წლის 01 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის #41 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი ,,შენობა–ნაგებობის უსაფრთხოების წესები“ (იხ. დანართი). ზემოაღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ III, IV და V კლასს დაქვემდებარებული შენობებისა და ნაგებობების დაგეგმარებაზე, მშენებლობასა და მოვლა-პატრონობაზე. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს თქვენს 2017 წლის 16 ნოემბრის #AR1558521 განაცხადით დაყენებულ მოთხოვნაზე, საჭიროა, არქიტექტურული პროექტი მომზადდეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის #41 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,შენობა–ნაგებობის უსაფრთხოების წესები“-ს მოთხოვნათა გათვალისწინებით. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57-ე დადგეილების 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, II, III, IV კლასის შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა აგრეთვე უნდა მოიცავდეს: III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან“ შესაბამისობის ანალიზს: დაკავებულობებსა და თითოეული გამოყენების აღწერას; კონსტრუქციის ტიპ(ებ)ს; სიმაღლის შეზღუდვებს; ფართობის შეზღუდვებს; გარე კედლის ღიობებისადმი მოთხოვნებს; მოთხოვნებს გასასვლელებისადმი; ხანძრისაგან დაცვის სისტემებისადმი მოთხოვნებს; შენობის სართულების გეგმები უნდა იძლეოდეს ინფორმაციას სართულის ძირითადი ზომების, ოთახის ან/და სივრცის ფართობებისა და მათი ძირითადი ზომების, ასევე გასასვლელი საშუალებების ძირითადი ზომების შესახებ; ავეჯის ან/და სხვა აღჭურვილობის განლაგების გეგმები − „ტექნიკური რეგლამენტის − შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების შესაბამისად; III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის დაკავებულობებისა და გასასვლელი საშუალებების გეგმებს - მ 1:200 ან/და მ 1:100: დაკავებულობის დატვირთვებს; გზა-კიბეებისა და სხვა გასასვლელი საშუალებების გამტარუნარიანობებს; გასასვლელებს, გასასვლელთან მისადგომებს, გასავლელებსა და შენობიდან გამოსასვლელებს; გასასვლელამდე სავალ მაქსიმალურ მანძილებს; მისაწვდომობის სვლაგეზს; საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის ფართობებს; საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნებს; III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის გზა-კიბეების, პანდუსების, მოაჯირებისა და სახელურების შესაბამისობას შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან ნახაზების სახით - მ 1:50 ან/და მ 1:20; III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის გეგმებს - მ 1:200: ცეცხლმედეგობის ხარისხიან მოთხოვნილ გამმიჯნავებს; გამოყენებულ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებს; საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნებს; შესაბამის ველ(ებ)ში „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57-ე დადგეილების 51-ე მუხლის მიხედვით, წარმოდგენილ უნდა იქნეს საექსპერტო შეფასება არქიტექტურული პროექტების „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან შესაბამისობის თაობაზე. აღნიშნული შეფასება წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი ნაწილების მითითებით: ა) დაკავებულობ(ებ)ისა და დაკავებულობის დატვირთვების შეფასებას; ბ) კონსტრუქციის ტიპების შეფასებას; გ) სიმაღლისა და ფართობის შეფასებას; დ) გასასვლელების, გასასვლელთან მისადგომების, გასავლელებისა და შენობიდან გამოსასვლელების შეფასებას; ე) გზა-კიბეებისა და სხვა გასასვლელი საშუალებების გამტარუნარიანობების შეფასებას; ვ) მისაწვდომობის შეფასებას; ზ) გარე კედლებისადმი მოთხოვნების შეფასებას; თ) სახურავის ანაწყობების შეფასებას; ი) ცეცხლმედეგობის ხარისხიანი მოთხოვნილი გამმიჯნავების შეფასებას; კ) ხანძრისაგან დაცვის სისტემების შეფასებას; ლ) წყალსადენი სისტემის ფიქსირებული მოწყობილობების შეფასებას; მ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნების შეფასებას.

    მეტის ჩვენება
  2. 29 ნოემბერი, 2017გადაწყვეტილება3697446
  3. 16 ნოემბერი, 2017ფაილები აიტვირთა
  4. 16 ნოემბერი, 2017ფაილები აიტვირთა
  5. 16 ნოემბერი, 2017ფაილები აიტვირთა
  6. 16 ნოემბერი, 2017ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები3

სხვა ფაილები13

ყველას ჩვენება (13)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა