OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , გამზირი ჭავჭავაძე , N 5ა , (ნაკვ.11/048)

AR1559833ვადაგაუსვლელიმრავალბინიანი28 ნოემბერი, 2017- წყნეთი
სიმაღლე
80,4 მ

მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.

გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3738719
გადაწყვეტილების თარიღი
15 დეკემბერი, 2017
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ლალი კახიძე
დეველოპერი (ს/კ)
205232773

მონაწილეები

  • დამკვეთი
    სახელი
    ლალი კახიძე
    პირადი ნომერი
    *********39
  • მთავარი არქიტექტორი
    სახელი
    ნიკოლოზ კამკამიძე
    პირადი ნომერი
    *********63
  • სპეციალისტიმშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი
    სახელი
    თემურ ლაზარიაშვილი

პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.14.011.048
მესაკუთრე
შპს "ლიბერთი სითი" (205232773)
ფართობი
3 124 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1559833
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
28 ნოემბერი, 2017
სახეობა
ვადაგაუსვლელი

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
17 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 15 დეკემბერი, 2017ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2007 წლის 29 ოქტომბერს ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. №5ა-ში, მოქ. ლალი კახიძის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა №ნ/997 მშენებლობის ნებართვა და №ნ/997-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2009 წლის 1 ნოემბრამდე. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2009 წლის 15 სექტემბერს №2815 ბრძანებით მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2012 წლის 1 ნოემბრამდე, ხოლო 2011 წლის 13 დეკემბერის №01/3379 ბრძანებით შეთანხმდა კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. 12.09.2012 წლის №344735 ბრძანებით კვლავ გაგრძელდა 2007 წლის 29 ოქტომბერს №ნ/997 ბრძანებით გაცემული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა 2014 წლის 1 მაისის ჩათვლით. 09.06.2014 წლის №1318424 ბრძანებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე (2011 წლის 13 დეკემბერის №01/3379 ბრძანება) გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 09 ივნისიდან 2015 წლის 09 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნულის შემდგომ 11.12.2015 წლის №2338391 და 28.04.2017 წლის №3230952 ბრძანებებით კვალავ გაგრძელდა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა და საბოლოოდ განისაზღვრა 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ქ. თბილისის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების მიხედვით, სამსახურის ერთ-ერთი ფუნქციაა არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა. მშენებლობის ნებართვის გაცემის, ასევე მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების წესი და პირობები რეგულირებულია "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის №57 დადგენილებით. დასახელებული დადგენილების 57-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო ობიექტზე არ არის განხორციელებული ისეთი სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც ამ დადგენილების შესაბამისად საჭიროებენ მშენებლობის ახალ ნებართვას. მშენებლობის ნებართვის გაგრძელების საკითხზე ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო მსჯელობს ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების გათვალსწინებით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ამასთან, ამავე დადგენილების 57-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის დამკვეთი ვალდებულია ნებართვის გამცემ ორაგნოს წარუდგინოს დარჩენილი სამუშაოების მშენებლობის ორგანიზების პროექტი და მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გონივრული ვადა. რის შემდეგაც ნებართვის გამცემი ორგანოს მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების გათვალისწინებით აფასებს დამკვეთის მიერ ნებართვის ვადის გასაგრძელებლად მოთხოვნილი ვადის მიზანშეწონილობას და იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის ვადის გაგრძელების/ ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა გაგრძელდა რამდენიმეჯერ, დღეისათვის, დამკვეთის მიერ სამშენებლო სამუშაოები დაწყებული არ არის. ასევე, დამკვეთს ევალება, რომ ნებართვის ვადის გაგრძელებისთვის ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგინოს დარჩენილი სამუშაოების მშენებლობის ორგანიზების პროექტი, თუმცა ამ შემთხვევაში დამკვეთს სამშენებლო სამუშაოები არ განუხორციელებია და მის მიერ წარმოდეგნილია არა დარჩენილი არამედ სრული სამუშაოების მშენებლობის ორგანიზების პროექტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მიიჩნევს რომ ვადის გაგრძლების თაობაზე №AR1559833 განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

    მეტის ჩვენება
  2. 15 დეკემბერი, 2017გადაწყვეტილება3738719 - უარი
  3. 22 ნოემბერი, 2017ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა