OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N20

AR1561125სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება28 ნოემბერი, 2017- საბურთალო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3739221
გადაწყვეტილების თარიღი
19 დეკემბერი, 2017
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ადელინა მამედოვა
დეველოპერი (ს/კ)
405231011

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.05.008.078
მესაკუთრე
გიორგი ავალიანი (P/N: *********06)
ფართობი
4 712 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1561125
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
28 ნოემბერი, 2017
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
21 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 19 დეკემბერი, 2017ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 სექტემბრის №2205731 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 28 ნოემბრის №AR1561125 განცხადებით მომართა ადელინა მამედოვამ და მოითხოვა, ამავე სამსახურის 2015 წლის 24 სექტემბრის №2205731 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 სექტემბრის №2205731 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ანნა პოლიტკოვსკაიას ქ.№20-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ: №01.14.05.008.078), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 25 სექტემბრიდან 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2015 წლის 24 სექტემბრის №2205731 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილებას და დამკვეთად შპს ,,ოლიმპ ჯორჯიას’’ (ს/კ:№:405231011) დაფიქსირებას. მიწის ნაკვეთის (ს.კ: №01.14.05.008.078) მესაკუთრეს, საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №892017003773, მომზადების თარიღი: 2017 წლის 23 ოქტომბერი, 17:26:21) თანახმად, წარმოადგენს ,,ოლიმპ ჯორჯია’’ (ს/კ:№:405231011), ხოლო მის მიერ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ადელინა მამედოვა სამსახუროს მომართავს 2015 წლის 24 სექტემბრის №2205731 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილების მოთხოვნით. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთის (ს.კ: №01.14.05.008.078 მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,ოლიმპ ჯორჯია’’ (ს/კ:№:405231011), სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია შეიტანოს შესაბამისი ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 სექტემბრის №2205731 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს ,,ოლიმპ ჯორჯია’’ (ს/კ:№:405231011). 2. სამსახურის 2015 წლის 24 სექტემბრის №2205731 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 სექტემბრის №2205731 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 19 დეკემბერი, 2017გადაწყვეტილება3739221 - თანხმობა
  3. 28 ნოემბერი, 2017ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა