ქალაქი თბილისი , ქუჩა ქინძმარაული , N 5-7
- საერთო ფართობი
- 420 მ²
- განაშენიანების ფართობი
- 262 მ²
- მიწის ნაკვეთის ფართობი
- 23 136 მ²
- სიმაღლე
- 9,3 მ
- ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
- 1,2 მ
- სამშენებლო მოცულობა
- 2 397 მ³
მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3757024
- გადაწყვეტილების თარიღი
- 5 იანვარი, 2018
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მალხაზ ისაკაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 204960694
მონაწილეები
- დამკვეთი
- სახელი
- მალხაზ ისაკაძე
- პირადი ნომერი
- *********68
- ორგანიზაცია
- შ.პ.ს. „მ.ჯ.“
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 204960694
- მთავარი არქიტექტორი
- სახელი
- თეიმურაზ მაკასარაშვილი
- პირადი ნომერი
- *********43
- თანაავტორები
- სახელი
- ვახტანგ მაკასარაშვილი
- სპეციალისტისაჭიროების შემთხვევაში მომიჯნავე შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული დასკვნა
- სახელი
- გივი გოგოლაძე
- სპეციალისტიმშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი
- სახელი
- თეიმურაზ მაკასარაშვილი
პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.34.003.163
- მესაკუთრე
- შპს "MG" (204960694)
- ფართობი
- 23 136 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.34.003.163საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1561490
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 17 დეკემბერი, 2017
- სახეობა
- ახალი მშენებლობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 19 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 5 იანვარი, 2018ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური გაცნობებთ შემდეგს: იმისთვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს თქვენს მიერ დაყენებულ მოთხოვნაზე, პირველ რიგში საჭიროა განაახლოთ საკადასტრო გეგმა; გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 ნოემბრის №498 დადგენილებით, შეტანილ იქნა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებულ „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ტექნიკურ რეგლამენტში. განხორციელებული ცვლილების თანახმად: დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ ობიექტებზე, რომელთა მიმართაც 2017 წლის 16 ნოემბრამდე შეთანხმებულია არქიტექტურული პროექტი ან წარდგენილია განაცხადი არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე ან/და გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინამდებარე წესები უფრო ხელსაყრელ პირობებს ითვალისწინებს და მის გამოყენებაზე მოთხოვნას აყენებს განმცხადებელი. აღნიშნულ ობიექტებზე გავრცელდება ზემოაღნიშნული დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ყველა იმ ობიექტზე რომელთა მიმართაც დამტკიცებულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) და ზემოაღნიშნულ ცვლილებაში მითითებულ თარიღამდე (16.11.2017წელი) არ განხორციელებულა შემდგომი ქმედება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები გაცემულია 2010 წლის 11 ოქტომბრის (გადაწყვეტილება №1626), რომლის საფუძველზეც დღეის მდგომარეობით არ არის შეთანხმებული პროექტი და 2017 წლის 01 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის #41 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი ,,შენობა–ნაგებობის უსაფრთხოების წესები“ . ზემოაღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ III, IV და V კლასს დაქვემდებარებული შენობებისა და ნაგებობების დაგეგმარებაზე, მშენებლობასა და მოვლა-პატრონობაზე. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს თქვენს 2017 წლის 17 დეკემბრის #AR1561490 განაცხადით დაყენებულ მოთხოვნაზე, საჭიროა, არქიტექტურული პროექტი მომზადდეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის #41 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,შენობა–ნაგებობის უსაფრთხოების წესები“-ს მოთხოვნათა გათვალისწინებით. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57-ე დადგეილების 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, II, III, IV კლასის შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა აგრეთვე უნდა მოიცავდეს: III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან“ შესაბამისობის ანალიზს: დაკავებულობებსა და თითოეული გამოყენების აღწერას; კონსტრუქციის ტიპ(ებ)ს; სიმაღლის შეზღუდვებს; ფართობის შეზღუდვებს; გარე კედლის ღიობებისადმი მოთხოვნებს; მოთხოვნებს გასასვლელებისადმი; ხანძრისაგან დაცვის სისტემებისადმი მოთხოვნებს; შენობის სართულების გეგმები უნდა იძლეოდეს ინფორმაციას სართულის ძირითადი ზომების, ოთახის ან/და სივრცის ფართობებისა და მათი ძირითადი ზომების, ასევე გასასვლელი საშუალებების ძირითადი ზომების შესახებ; ავეჯის ან/და სხვა აღჭურვილობის განლაგების გეგმები − „ტექნიკური რეგლამენტის − შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების შესაბამისად; III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის დაკავებულობებისა და გასასვლელი საშუალებების გეგმებს - მ 1:200 ან/და მ 1:100: დაკავებულობის დატვირთვებს; გზა-კიბეებისა და სხვა გასასვლელი საშუალებების გამტარუნარიანობებს; გასასვლელებს, გასასვლელთან მისადგომებს, გასავლელებსა და შენობიდან გამოსასვლელებს; გასასვლელამდე სავალ მაქსიმალურ მანძილებს; მისაწვდომობის სვლაგეზს; საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის ფართობებს; საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნებს; III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის გზა-კიბეების, პანდუსების, მოაჯირებისა და სახელურების შესაბამისობას შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან ნახაზების სახით - მ 1:50 ან/და მ 1:20; III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის გეგმებს - მ 1:200: ცეცხლმედეგობის ხარისხიან მოთხოვნილ გამმიჯნავებს; გამოყენებულ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებს; საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნებს; შესაბამის ველ(ებ)ში „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57-ე დადგეილების 51-ე მუხლის მიხედვით, წარმოდგენილ უნდა იქნეს საექსპერტო შეფასება არქიტექტურული პროექტების „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან შესაბამისობის თაობაზე. აღნიშნული შეფასება წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი ნაწილების მითითებით: ა) დაკავებულობ(ებ)ისა და დაკავებულობის დატვირთვების შეფასებას; ბ) კონსტრუქციის ტიპების შეფასებას; გ) სიმაღლისა და ფართობის შეფასებას; დ) გასასვლელების, გასასვლელთან მისადგომების, გასავლელებისა და შენობიდან გამოსასვლელების შეფასებას; ე) გზა-კიბეებისა და სხვა გასასვლელი საშუალებების გამტარუნარიანობების შეფასებას; ვ) მისაწვდომობის შეფასებას; ზ) გარე კედლებისადმი მოთხოვნების შეფასებას; თ) სახურავის ანაწყობების შეფასებას; ი) ცეცხლმედეგობის ხარისხიანი მოთხოვნილი გამმიჯნავების შეფასებას; კ) ხანძრისაგან დაცვის სისტემების შეფასებას; ლ) წყალსადენი სისტემის ფიქსირებული მოწყობილობების შეფასებას; მ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნების შეფასებას. ასევე გაითვალისწინეთ: 1. წარმოდგენილი მეორე მოსარგებლის 11.08.2016 წლის თანხმობა მისაღები არაა, რადგან არის გაცემული გაპში ცვლილებასთან დაკავშირებით და არა მშენებლობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე საჭიროა წარმოდგენილ იქნეს შპს „გიორგი 2000“-ის თანხმობა განსახორციელებელი სამუშაოების თაობაზე ან საზოგადოების უფლებამოსილი პირი დარეგისტრირდეს თანაგანმცხადებლად. წარმოდგენილი იპოთეკარის სს „თიბისი ბანკის“ თანხმობა 08.11.2017 წლის მისაღები არაა ვინაიდან არ დგინდება მისი ხელმომწერი პირის უფლებამოსილება. კერძოდ აქვს თუ არა გიორგი შიხაშვილს ბანკის სახელით ასეთი თანხმობის გაცემის უფლებამოსილება. წარმოდგენილ იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან წარმოდგენილ იქნეს განახლებული თანხმობა, რომელიც გაცემული იქნება იპოთეკარის წესდების თანახმად უფლებამოსილი პირის მიერ. 2. გეგმებზე დასატანია არსებული ხე-ნარგავები და შენობიდან ხეებამდე მინიმალური დაშორების მანძილები; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას სრულყოფილად განიხილოს პროექტი და გაცნობოთ ყველა შესაძლო ხარვეზი;
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 5 იანვარი, 2018გადაწყვეტილება3757024
- 30 ნოემბერი, 2017ფაილები აიტვირთა
- 30 ნოემბერი, 2017ფაილები აიტვირთა
- 30 ნოემბერი, 2017ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები7
- ალბომი.dwg
- გეგმები.pdfგახსნა ↗
- გენგეგმა.pdfგახსნა ↗
- გენგეგმა.dwg
- ჭრილები.pdfგახსნა ↗
- ფასადები.pdfგახსნა ↗
ყველას ჩვენება (7)ნაკლების ჩვენება
- ალბომი.dwg
თანხმობები და ბრძანებები2
დასკვნები და აზომვები1
- კონსტრუქციული დასკვნა.pdfგახსნა ↗
სხვა ფაილები7
- კალენდარული გრაფიკი.pdfგახსნა ↗
- სავიზიტო 2.jpgგახსნა ↗
- სავიზიტო 3.jpgგახსნა ↗
- ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედები.pdfგახსნა ↗
- სიმაღლის განსაზღვრის სქემა.pdfგახსნა ↗
- სავიზიტო 1.jpgგახსნა ↗
ყველას ჩვენება (7)ნაკლების ჩვენება
- ფოტოსურათები.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა