OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა სანდრო ეული , N 7 / ქალაქი თბილისი , საბურთალოს საცხოვრებელი რაიონი, კვარტალი V , ქუჩა სანდრო ეულის , N 5 , (ნაკვეთი 07/029)

AR1561814სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება1 დეკემბერი, 2017- საბურთალო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3734644
გადაწყვეტილების თარიღი
14 დეკემბერი, 2017
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
4 თვე
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი ხმალაძე
დეველოპერი (ს/კ)
402013664

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.05.007.215
მესაკუთრე
შპს 'ფორმა" (402013664)
ფართობი
581 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1561814
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
1 დეკემბერი, 2017
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
13 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 14 დეკემბერი, 2017გადაწყვეტილება3734644 - თანხმობა
  2. 14 დეკემბერი, 2017ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 19 სექტემბრის №3550191 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 01 დეკემბერს №AR1561814 განცხადებით მომართეს გიორგი ხმალაძემ და ნიკოლოზ ხელთუფლიშვილმა. განმცხადებლებმა მოითხოვეს ამავე სამსახურის 2017 წლის 19 სექტემბრის №3550191 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 19 სექტემბრის №3550191 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, ქუჩა სანდრო ეულის N 7-ში, საბურთალოს საცხოვრებელ რაიონში, V კვარტალში, სანდრო ეულის ქუჩა N5-ში, (ნაკვეთი 07/029), შპს "ფორმა"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ: №01.14.05.007.215), საოფისე შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 19 სექტემბრიდან 2018 წლის 19 იანვრის ჩათვლით. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ მშენებლობის განხორციელების გრაფიკი წარმოდგენილ იქნა 4 (ოთხი) თვეზე და სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა, კერძოდ: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 19 სექტემბრიდან 2018 წლის 19 იანვრის ჩათვლით’’ ნაცვლად მიეთითა ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 19 სექტემბრიდან 2015 წლის 19 მარტის ჩათვლით’’. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 19 სექტემბრის №3550191 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 19 სექტემბრის №3550191 ბრძანებაში, კერძოდ: ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 19 სექტემბრიდან 2018 წლის 19 იანვრის ჩათვლით’’. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 19 სექტემბრის №3550191 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 19 სექტემბრის №3550191 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ.თბილისი, ჟ.შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 1 დეკემბერი, 2017ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა