OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი , დიდი დიღომი

AR1562327სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება4 დეკემბერი, 2017- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3767014
გადაწყვეტილების თარიღი
8 იანვარი, 2018
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ბექა კალანდაძე
დეველოპერი (ს/კ)
201949990

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.056.009
მესაკუთრე
შპს "უშბა 90" (201949990)
ფართობი
500 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1562327
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
4 დეკემბერი, 2017
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
35 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 8 იანვარი, 2018გადაწყვეტილება3767014 - თანხმობა
  2. 8 იანვარი, 2018ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს №3477100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 04 დეკემბერს №AR1562327 განცხადებით მომართეს ბექა კალანდაძემ, კონსტანტინე ლეშკაშელმა და სულიკო ნანაძემ. განმცხადებლებმა მოითხოვეს ამავე სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს №3477100 ბრძანებაში ცვლილების შეტანა დამკვეთის შეცვლასთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს №3477100 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, სოფელი დიღომში, დიდი დიღომში, შპს „უშბა 90“ -ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ( ს.კ. №01.72.14.056.009) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის 2017 წლის 03 აგვისტოს №3450158 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 16 აგვისტოდან 2019 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით. დღეისათვის განმცხადებლები ითხოვენ სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს №3477100 ბრძანებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ, დამკვეთად შპს ,,უშბა 90-ს’’ (ს/კ: №201949990) ნაცვლად სულიკო ნანაძის დაფიქსირებას. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს №3477100 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს ,,უშბა 90’’. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №892017162400; მომზადების თარიღი: 2017 წლის 26 დეკემბერი, 16:07:14; საკადასტრო კოდი: №01.72.14.056.009) მიხედვით, საპროექტო ობიექტის მესაკუთრეს დღეის მდგომარეობით წარმოადგენს სულიკო ნანაძე. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 20-ე მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი ხოლო, მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე ვინაიდან, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს სულიკო ნანაძეს გააჩნია ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს №3477100 ბრძანებაში დამკვეთად შპს ,,უშბა 90-ის’’ (ს/კ: №201949990) ნაცვლად სულიკო ნანაძის დაფიქსირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს №3477100 ბრძანებაში, კერძოდ: შპს ,,უშბა 90-ს’’ (ს/კ: №201949990) ნაცვლად დამკვეთად დაფიქსირდეს სულიკო ნანაძე; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს №3477100 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი; 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს №3477100 ბრძანებასთან ერთად; 4. წინამდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 28 დეკემბერი, 2017ქალაქის პასუხი
  4. 28 დეკემბერი, 2017ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა