ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი , დიდი დიღომი
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3765823
- გადაწყვეტილების თარიღი
- 5 იანვარი, 2018
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ბექა კალანდაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 201949990
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.056.008
- მესაკუთრე
- შპს "უშბა 90" (201949990)
- ფართობი
- 500 მ²
- დანიშნულება
- სასოფლო-სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.056.008საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1562339
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 4 დეკემბერი, 2017
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 32 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 5 იანვარი, 2018გადაწყვეტილება3765823 - თანხმობა
- 5 იანვარი, 2018ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს №3476282 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 04 დეკემბერს №AR1562339 განცხადებით მომართეს ბექა კალანდაძემ, ნატო ლეშკაშელმა. განმცხადებლებმა მოითხოვეს კონსტანინე ლეშკაშელმა და მოითხოვეს ამავე სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს №3476282 ბრძანებაში ცვლილების შეტანა დამკვეთის შეცვლასთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს №3476282 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, სოფელი დიღომში, დიდი დიღომში, შპს “უშბა 90-ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვ. N 056/008), 2017 წლის 01 აგვისტოს №3443072 ბრძანებით შეთანხმებული ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 17 აგვისტოდან 2019 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით. დღეისათვის განმცხადებლები ითხოვენ სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს №3476282 ბრძანებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ, დამკვეთად შპს ,,უშბა 90-ს’’ (ს/კ: №201949990) ნაცვლად ნატო ლეშკაშელის დაფიქსირებას. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს №3476282 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს ,,უშბა 90’’. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №892017162499; მომზადების თარიღი: 2017 წლის 07 დეკემბერი, 20:01:36; საკადასტრო კოდი: №01.72.14.056.008) მიხედვით, საპროექტო ობიექტის მესაკუთრეს დღეის მდგომარეობით წარმოადგენს ნატო ლეშკაშელი. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 20-ე მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი ხოლო, მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე ვინაიდან, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ნატო ლეშკაშელს გააჩნია ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს №3476282 ბრძანებაში დამკვეთად შპს ,,უშბა 90-ის’’ (ს/კ: №201949990) ნაცვლად ნატო ლეშკაშელის დაფიქსირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს №3476282 ბრძანებაში, კერძოდ: შპს ,,უშბა 90-ს’’ (ს/კ: №201949990) ნაცვლად დამკვეთად დაფიქსირდეს ნატო ლეშკაშელი; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს №3476282 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი; წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს №3476282 ბრძანებასთან ერთად; წინამდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 20 დეკემბერი, 2017ქალაქის პასუხი
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა