ქალაქი თბილისი , ვაკის რაიონი , ნაკვეთი 15/159
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3784527
- გადაწყვეტილების თარიღი
- 23 იანვარი, 2018
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- თენგიზ ალავერდაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 205315318
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.16.015.159
- მესაკუთრე
- ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული
- ფართობი
- 730 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.16.015.159საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-2
- K1
- 0,5
- K2
- 0,8
- K3
- 0,25
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1563813
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 25 დეკემბერი, 2017
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 29 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 23 იანვარი, 2018ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2018 წლის 25 დეკემბრის #AR1563813 განცხადება. პასუხად გაცნობებთ, რომ 2014 წლის 29 მარტის #AR1208259 განცხადების საფუძველზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით განაშენიანების კ–1 და განაშენიანების ინტენსივობის კ–2 კოეფიციენტის მომატებაზე საკითხი განიხილა “ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისია“–ს 2014 წლის 03 აპრილის #13 სხდომამ, რომლის დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე, მომზადდა ქ. თბილისის მერის 2014 წლის 14 აპრილის #850 განკარგულება და მიწის ნაკვეთის განაშენიანების კ–1 კოეფიციენტი განისაზღვრა კ–1=0.6–ით, ხოლო განაშენიანების ინტენსივობის კ–2 კოეფიციენტი განისაზღვრა კ–2=2.6-ით, რაც გეცნობათ 2014 წლის 25 აპრილის №1210451 წერილით. 2015 წლის 9 მარტის #AR1287832 განცხადებით, სადაც ითხოვდით ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მომზადებას და ასევე ზემოთაღნიშნული მომატებული კ–1=0.6 და კ–2=2.6 კოეფიციენტების გამოყენებას, 2015 წლის 11 მარტის №1771565 გადაწყვეტილებით გეცნობათ, რომ აღნიშნულ კოეფიციენტებს ვერ გამოიყენებდით ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის, რადგან კოეფიციენტები მომატებული იყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით. შემდგომ ამავე განცხადებაზე ისევ მოთხოვნილი იყო ინდივიდუალური საცხოვრებლი სახლი და ქ. თბილისის მერის 2014 წლის 14 აპრილის #850 განკარგულების ბათილად ცნობა, რის საფუძველზეც საკითხი განიხილა „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო“–მ, რომლის სხდომის წევრთა მიერ დაფიქსირდა უარყოფითი პოზიცია, აღნიშნული დოკუმენტის ბათილად ცნობაზე და 2015 წლის 26 მარტის №1804911 გადაწყვეტილებით გეცნობათ, რომ უნდა განხორციელებულიყო ტერიტორიაზე მოქმედი ფუნქციური ზონის შესაბამისი ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გათვალისწინებით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის განთავსების გათვალისწინებით ან წარმოდგედგინათ დასაბუთება და განაცხადის დახარვეზებულ ველებში დაგეფიქსირებინათ შესაბამისი მოთხოვნა ტერიტორიაზე მრავალბინი საცხოვრებელი სახლის განთავსების თაობაზე და ინფორმაციის დაზუსტების შემდგომ, წარმოსადგენი დასაბუთების საფუძველზე საკითხი კვლავ იქნებოდა წარდგენილი „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო“–ს სხდომაზე განსახილველად. 2015 წლის 9 მარტის #AR1287832 ამავე განცხადებაზე თქვენს მიერ წარმოდგენილ იქნა დასაბუთება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე და სპეციალური ზონალური შეთანხმებისთვის უკვე მომატებული კ–1=0.6, კ–2=2.6 კოეფიციენტებით. საკითხი განიხილა „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს“ სხდომამ, სადაც აღნიშნულ საკითხს გაეწია შემდეგი რეკომენდაცია, რომ წარმოდგენილ უნდა ყოფილიყო ახალი დასაბუთება, რომლის ფარგლებში საპროექტო ტერიტორიის სამშენებლო განვითარება შესაძლებელი გახდებოდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2=2,0–მდე გადამეტების გათვალისწინებით, რაც გეცნობათ 2015 წლის 8 აპრილის №1825634 გდაწყვეტილებით. 2015 წლის 9 მარტის #AR1287832 განცხადებით თქვენს მიერ კიდევ ერთხელ იქნა ატვირთული სამსახურის მიერ მოთხოვნილი დასაბუთება სადაც ნათლად ჩანს, რომ მოთხოვნილია სამსახურის რეკომენდაციებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2=2,0–მდე მომატება, რის საფუძველზეც საკითხი განიხილა „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო“–ს 2015 წლის 16 აპრილის სხდომამ, რომლის დადებითი რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 24 აპრილის #2027 ბრძანება და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით გაიცა სპეციალური ზონალური შეთანხმება და მიწის ნაკვეთის განაშენიანების კ–1 კოეფიციენტი განისაზღვრა კ–1=0.6–ით, ხოლო განაშენიანების ინტენსივობის კ–2 კოეფიციენტი განისაზღვრა კ–2=2.6-ით. აღნშნულის გათვალისწინებით 2015 წლის 22 აპრილის №1851504 ბრძანებით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ყოველივე ზემოთაღნიშნული გარემოება შესაძლებელია იხილოთ სამსახურის ვებ–გვერდზე www.tas.ge-ზე.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 23 იანვარი, 2018გადაწყვეტილება3784527
- 25 დეკემბერი, 2017ფაილები აიტვირთა
- 11 დეკემბერი, 2017ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა