ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3759867
- გადაწყვეტილების თარიღი
- 5 იანვარი, 2018
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ილია ხავთასი
- დეველოპერი (ს/კ)
- 402044514
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.040.684
- მესაკუთრე
- შპს მეტი დეველოპმენტი (402044514)
- ფართობი
- 2 650 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.040.684საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1565969
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 19 დეკემბერი, 2017
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 17 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 5 იანვარი, 2018ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2017 წლის 19 დეკემბრის NAR1565969 განცხადება, რომლითაც ითხოვთ სამსახურის მიერ 2015 წლის 23 ოქტომბრის №2258492 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილებას, კერძოდ მიწის ნაკვეთის შეცვლილი ფართობის, საკადასტრო მონაცემების დაფიქსირებას და ახალი საპროექტო ობიექტის დამატებას. პასუხად გაცნობებთ, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 05 დეკემბრის N3717997 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა 2017 წლის 30 ნოემბრის NAR1561733 განცხადება, რომლითაც ითხოვდით ქ. თბილისში, სოფელ დიღომში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.72.14.040.630 (ფართობი: 1400 მ2)) სამსახურის მიერ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად 2015 წლის 23 ოქტომბერს №2258492 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილებას. 2017 წლის 30 ნოემბრის AR1561733 განცხადებით მოთხოვნილი იყო დამოუკიდებლად სამშენებლო განვითარებისთვის სრულყოფილ მიწის ნაკვეთზე იმ სამშენებლო პირობების გავრცელება, რომელიც სამსახურმა 2015 წლის 23 ოქტომბერს №2258492 ბრძანებით დაამტკიცა მხოლოდ N01.72.14.040.630 საკადასტრო ერთეულზე, რაც სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რამეთუ N01.72.14.040.145 (გაერთიანებამდე არსებული ნაკვეთის საკადასტრო კოდი) საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შესაძლებელია დამოუკიდებლად ახალი რეგულაციების ფარგლებში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გადაწყვეტილებას განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან თქვენი 2017 წლის 19 დეკემბრის #AR1565969 განცხადება და მასში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იდენტურია 2017 წლის 30 ნოემბრის AR1561733 განცხადებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცემულია სამსახურის 2017 წლის 05 დეკემბრის N3717997 გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ–ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს უარი გითხრათ 2017 წლის 19 დეკემბრის NAR1565969 განცხადებაზე.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 5 იანვარი, 2018გადაწყვეტილება3759867 - უარი
- 19 დეკემბერი, 2017ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- 1.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა