ქალაქი თბილისი , კუს ტბა
დამკვეთი
- სახელი
- ფრიდონ კობახიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 204876704
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.12.001.002
- მესაკუთრე
- შპს "კუს ტბა კალა" (204876704)
- ფართობი
- 6 642 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.12.001.002საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სარეკრეაციო
- ქვეზონა
- rz-2
- K1
- 0,2
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1570211
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 12 იანვარი, 2018
- სახეობა
- რეკონსტრუქცია
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 10 დღე
- რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 22 იანვარი, 2018ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ობიექტი, რომლის რეკონსტრუქციას ითხოვთ წინამდებარე 2018 წლის 12 იანვრის AR1570211 განცხადებით, წარმოადგენს რამოდგენიმე კომპონენტისგან შემდგარ, სტაციონალურად დასამონტაჟებელ ერთიან სისტემას (მოწყობილობას,), რომელიც ხასიათდება საბაგირო გზის სტრუქტურული აგებულებით და განკუთვნილია შესაბამისი აღჭურვილობით მომხმარებელთა (ექსტრემალური სიტუაციების მოყვარული ადამიანები და სხვა) გადასაადგილებლად ბაგირის საშუალებით. იგი შედგება სასტარტო და საფინიშო ნაგებობებისაგან, რომელთა განთავსება გათვალისწინებულია ტბის ურთიერთსაწინააღმდეგო სხვადასხვა მხარეს და მათი დამაკავშირებელი ლითონის ბაგირისაგან, რომილს განთავსება გათვალისწინებულია ტბის დიამეტრული მიმართულებით წყლისზედაპირის ზემოთ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული ნაგებობა თავისი მახასიათებლებითა და მოთხოვნილი სამუშაოებიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს ობიექტის განახლებით/აღდგენით სამუშაოებს, არ ექცევა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57-ე დადგენილების 65-ე მუხლის I კლასით განსაზღვრულ მახასიათებლებში. ამასთან, თქვენ დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ:#01.14.12.001.002), დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის, მიხედვით ვრცელდება, სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2) და გარემოს დაცვის ზონა 3 (გდზ-3). „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების თანახმად, გარემოს დამცავ ზონა 3-ში (გდზ-3), სამშენებლო საქმიანობა წყლის დამცავ ტერიტორიაზე ხორციელდება მხოლოდ მისი დაცვის ან/და აღდგენის მიზნით. ხოლო, სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2)-ში მსგავსი ტიპის სამშენებლო სამუშაოები საჭიროებს სპეციალურ ზონალურ ნებართვას. ვინაიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საჭიროა დამუშავდეს განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება მიმდებარე და საპროექტო ტერიტორიების შემდგომი განვითარება. გამომდინარე აქედან ამ ეტაპზე სამსახურის მიერ ვერ მოხდება ცალკე, დამოუკიდებლად ნებართვის გაცემა, რომ არ მოხდეს ერთიანი სივრცითი გადაწყვეტის დარღვევა. აქვე მოგახსენებთ, რომ სამსახურის ბაზაში ფიქსირდება მიმდინარე 2017 წლის 09 ნოემბრის AR1556231 განაცხადი კუს ტბის ტერიტორიაზე და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემის მიზნით. შესაძლებელია თქვენ მიერ მოთხოვნილი სამუშაოები გათვალისწინებულ იქნას მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმარებით და მისი დამტკიცების შემდომ საკითხი დაყენებულ იქნას პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის კუთხით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 12 იანვარი, 2018ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა