OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , გუდამაყრის ქუჩა N25

AR1571104სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება17 იანვარი, 2018
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3823992
გადაწყვეტილების თარიღი
15 თებერვალი, 2018
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ნინო სხირტლაძე
დეველოპერი (ს/კ)
200283068

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.12.06.015.014
მესაკუთრე
მიხეილი სხირტლაძე (P/N: *********01)
ფართობი
549 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1571104
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
17 იანვარი, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
29 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 15 თებერვალი, 2018ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 28 იანვრის №2406900 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 17 იანვარს №AR1571104 განცხადებით მომართა ნინო სხირტლაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2016 წლის 28 იანვრის №2406900 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 28 იანვრის №2406900 ბრძანებით, შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ნაძალადევი, გუდამაყრის ქუჩაზე, N25, ნინო სხირტლაძისა და მიხეილ სხირტლაძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №01.12.06.015.014), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და 2016 წლის 29 იანვრის №2422273 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 10 თებერვლიდან 2017 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით. სამსახურის 2017 წლის 13 ნოემბრის №3665319 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 28 იანვრის №2406900 ბრძანებაში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდა 1838.3 კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად 1130.1 კვ.მ, საზაფხულო ფართობად 211.1 კვ.მ. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 28 იანვრის №2406900 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ: 2016 წლის 28 იანვრის №2406900 ბრძანებით შეთანხმებული 0.00, +2.90, +6.20, +9.50 და +12.80 ნიშნულებზე მდებარე გეგმების 2018 წლის 17 იანვრის №AR1571104 განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი 0.00, +2.90, +6.20, +9.50 და +12.80 ნიშნულებზე მდებარე გეგმებით ჩანაცვლებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი გეგმები შეადარა შეთანხმებულ საპროექტო გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ გეგმებზე არასწორად იქნა ასახული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 28 იანვრის №2406900 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 28 იანვრის №2406900 ბრძანებაში, კერძოდ: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 28 იანვრის №2406900 ბრძანებით შეთანხმებული 0.00, +2.90, +6.20, +9.50 და +12.80 ნიშნულებზე მდებარე გეგმები ჩანაცვლდეს 2018 წლის 17 იანვარს №AR1571104 განცხადებაზე წარმოდგენილი 0.00, +2.90, +6.20, +9.50 და +12.80 ნიშნულებზე მდებარე გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 28 იანვრის №2406900 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 28 იანვრის №2406900 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 15 თებერვალი, 2018გადაწყვეტილება3823992 - თანხმობა
  3. 9 თებერვალი, 2018ქალაქის პასუხი
  4. 9 თებერვალი, 2018ფაილები აიტვირთა
  5. 9 თებერვალი, 2018ფაილები აიტვირთა
  6. 17 იანვარი, 2018ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა