OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , გლდანი , "ავშნიანი"

AR1572481სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება24 იანვარი, 2018- გლდანი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3797683
გადაწყვეტილების თარიღი
31 იანვარი, 2018
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
თამაზ მოზაიძე
დეველოპერი (ს/კ)
429320870

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.11.17.006.725
მესაკუთრე
შპს ტავრია ემ TAVRIA M (429320870)
ფართობი
817 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1572481
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
24 იანვარი, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 31 იანვარი, 2018გადაწყვეტილება3797683
  2. 31 იანვარი, 2018ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი AR1572481 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქალაქგეგმარებით დასკვნას, მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #01.11.17.006.725) გზის მოწყობის მიზნით მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: #01.11.17.006.009) დაკავშირებით. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: 2016 წლის 27 მაისს ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20–105 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #01.11.17.006.725), დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის მიხედვით, ვრცელდება ზოგადი საცხოვრებელი ზონა, რომლისთვისაც არ არის დადგენილი სამშენებლოდ განვითარების კონკრეტული პარამეტრები. აქედან გამომდინარე, საკადასტრო ერთეულის სამშენებლოდ განვითარება უნდა მოხდეს ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილებით მუხლი 8–ის (განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების პრინციპები და შემადგენლობა) მეოთხე პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. მიწის ნაკვეთისთვის განაშენიანების რეგულირების პარამეტრების დადგენა ხდება საკადასტრო ერთეულის საზოგადოებრივი სივრცის მხრიდან. ხოლო, თქვენს დაინტერესებაში არსებული საკადასტრო ერთეული #01.11.17.006.725) საზოგადოებრივი სივრცის მხრიდან, ვერცერთი საცხოვრებელი ზონისთვის ვერ აკმაყოფილებს ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილებით სამშენებლო მიწის ნაკვეთისთვის დადგენილ მინიმალურ პარამეტრებს (იხ.დანართი). სერვიტუტი კი მიწის ნაკვეთს ვერ ჩაეთვლება საზოგადოებრივ სივრცედ. ხოლო, იმისათვის რომ არქიტექტურის სამსახურმა იმსჯელოს მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: #01.11.17.006.009) სერვიტუტით დატვირთვასთან დაკავშირებით, საჭიროა, წარმოადგინოთ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობა და განაცხადი ატვირთოთ არქიტექტურის სამსახურის ვებ.გვერდზე, http://tas.ge/–ზე, შესაბამის ნომენკლატურაში: „მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადება“ ,„მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა)“.

    მეტის ჩვენება
  3. 24 იანვარი, 2018ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა