OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი, ილია ჭავჭავაძეს გამზირი, N 49დ

AR1572781სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება13 თებერვალი, 2018- წყნეთი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

დამკვეთი

სახელი
ალექსანდრე სამარგულიანი
დეველოპერი (ს/კ)
404954126

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.07.008.110
მესაკუთრე
შპს "იპოდრომი -2" (404954126)
ფართობი
4 887 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1572781
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
13 თებერვალი, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
6 დღე
რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 19 თებერვალი, 2018ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ალექსანდრე სამარგულიანის 2018 წლის 13 თებერვლის #AR1572781 განცხადება, რომლითაც იგი ითხოვს „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებელის განაწილვადებას. პასუხად გაცნობებთ, რომ „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე–17² მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას უფლება აქვს, შენობა-ნაგებობის მშენებლობის დროულად დასრულების, ქალაქის განვითარებისა და მისი იერსახის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელთან, რომელსაც აქვს მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება, მოსაკრებლის გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე დადოს შეთანხმება მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ზღვრული მაჩვენებლის გაზრდისას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდის განაწილვადების თაობაზე. აღნიშნული განცხადებით მოსაკრებლის გადამხდელი კისრულობს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადების უფლებამოსილი ორგანოსათვის მოსაკრებლის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრისა, წარდგენისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულებას. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბერის №17-49 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის მე-10 პუნქტის შესაბამისად, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტებისთვის 2017 წლის 1 ივნისის მდგომარეობით არსებული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება უნდა შესრულდეს ამ ინსტრუქციის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაინტერესებული პირის წერილობით განცხადების საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან დადებული შეთანხმებით განსაზღვრული გადახდის გრაფიკის თანახმად, შესაბამისი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრისა. მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია განცხადებაში დააზუსტოს მოთხოვნა, მიუთითოს მისი ვალდებულების შესახებ ინფორმაცია, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით - შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თარიღი. ამასთან, დააზუსტოს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების შესრულების ბოლო თარიღი და აღნიშნული თარიღი შესაბამისობაში მოიყვანოს განაწილვადების გეგმა-გრაფიკში მითითებულ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მოსაკრებლის გადახდის ბოლო თარიღთან, გაითვალისწინეთ, რომ შენობა-ნაგებობა ექსპლუატაციაში უნდა იყოს მიღებული არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრისა. აგრეთვე, მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია წარმოადგინოს განაწილვადების გეგმა-გრაფიკი, რომელშიც უნდა მიეთითოს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების შესრულების თარიღები. აღნიშნული დოკუმეტაციის/ ინფორმაციის სრულად წარმოდგენის შემთხვევაში სამსახურს ექნება შესაძლებლობა მოამზადოს საკითხი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განსახილველად. აღნიშნულ განცხადებაზე ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენა შეგიძლიათ 5 სამუშაო დღის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 13 თებერვალი, 2018ფაილები აიტვირთა
  3. 13 თებერვალი, 2018ფაილები აიტვირთა
  4. 13 თებერვალი, 2018ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა