OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , წყნეთის გზატკეცილი , N 17-ის მიმდებარედ / ქალაქი თბილისი , წყნეთის გზატ. N15 / ქალაქი თბილისი , ბაგები , წყნეთის გზატკეცილი , N 17

AR1573109სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება26 იანვარი, 2018- წყნეთი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3796857
გადაწყვეტილების თარიღი
29 იანვარი, 2018
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ნიკა მერაბიშვილი
დეველოპერი (ს/კ)
405129613

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.07.004.068
მესაკუთრე
შპს "ვივა ბაგები" (405129613)
ფართობი
2 373 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1573109
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
26 იანვარი, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
3 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 29 იანვარი, 2018ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 24 იანვრის №3790093 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 26 იანვარს №AR1573109 განცხადებით მომართეს ნიკა მერაბიშვილმა და ნიკა ბულიამ. განმცხადებლებმა მოითხოვეს სამსახურის 2018 წლის 24 იანვრის №3790093 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 24 იანვრის №3790093 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, წყნეთის გზატკეცილი, N17-ის მიმდებარედ/ქალაქი თბილისი, წყნეთის გზატ. N15/ ქალაქი თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი N17-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.14.07.004.068) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 24 იანვრიდან 2019 წლის 24 იანვრის ჩათვლით. განმცხადებლების განმარტების თანახმად, სამსახურის 2018 წლის 24 იანვრის №3790093 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვენ ამავე ბრძანებაში ცვლილების შეტანას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით კერძოდ: დამხმარე ფართობად - 314.5 კვ.მ-ის, საცხოვრებელ ფართობად 7579.5 კვ.მ-ის ნაცვლად 7265.0 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 24 იანვრის №3790093 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 24 იანვრის №3790093 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: დამხმარე ფართობად დაფიქსირდეს 314.5 კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად 7265.0 კვ.მ; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 24 იანვრის №3790093 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი; 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 24 იანვრის №3790093 ბრძანებასთან ერთად; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 29 იანვარი, 2018გადაწყვეტილება3796857 - თანხმობა
  3. 26 იანვარი, 2018ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა