ქალაქი თბილისი , ქუჩა კოსტავა , N 67 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა კოსტავა , N 67
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3813710
- გადაწყვეტილების თარიღი
- 12 თებერვალი, 2018
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- რეზო გელაშვილი
- ორგანიზაცია
- 6753
- დეველოპერი (ს/კ)
- 212272020
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.13.041.001.01.502
- მესაკუთრე
- შპს "ინტერმარკეტი" (212272020)
- ფართობი
- 641 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.13.041.001.01.502საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
- 01.10.13.041.001.01.511საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1573470
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 29 იანვარი, 2018
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 14 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 12 თებერვალი, 2018ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 12 ნოემბრის №01/2560 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 29 იანვარს №AR1573470 განცხადებით მომართა რეზო გელაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2010 წლის 12 ნოემბრის №01/2560 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2011 წლის 12 ნოემბრის №01/2560 ბრძანებით შეთანხმდა ქ.თბილისში, სექტორი - საბურთალო, კოსტავას ქ. №67-ში, შპს ,,ესთეტიკ-სერვისის’’ საკუთრებაში არსებულ ფართში ანტრესოლის მოწყობის და ფასადის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2010 წლის 15 ნოემბრიდან 2011 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით. ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 28 მარტის №1097 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის ს არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 12 ნოემბრის №01/2560 ბრძანებაში ბრძანებაში, კერძოდ: ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: საპროექტო საერთო ფართობად დაფიქსირდა 861.44 კვ.მ, საპროექტო სარდაფის ფართობად 301.41 კვ.მ, საპროექტო I სართულის ფართობად 202.80. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ სამსახურის 2017 წლის 04 სექტემბრის № 3514255 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 12 ნოემბრის №01/2560 ბრძანებაში, კერძოდ: არსებული ანტრესოლის ფართობად დაფიქსირდა 184.37 კვ.მ, საპროექტო ანტრესოლის ფართობად 359.78 კვ.მ, არსებულ საერთო ფართობად 552.99 კვ.მ, საპროექტო საერთო ფართობად 863.89 კვ.მ. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 12 ნოემბრის №01/2560 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: არსებულ საერთო ფართობად 552.99 კვ.მ-ის ნაცვლად 640.23 კვ.მ-ის, არსებული სარდაფის ფართობად -5.90 ნიშნულზე 86.39 კვ.მ-ის, არსებული სარდაფის ფართობად -3.10 ნიშნულზე 165.25 კვ.მ-ის, არსებული პირველი სართულის ფართობად 203.37 კვ.მ-ის ნაცვლად 204.22 კვ.მ-ის, საპროექტო ანტრესოლის ფართობად 359.78 კვ.მ-ის ნაცვლად 359.68 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ გადაწყვეტილებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის ს არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 12 ნოემბრის №01/2560 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 12 ნოემბრის №01/2560 ბრძანებაში, კერძოდ: არსებულ საერთო ფართობად დაფიქსირდეს 640.23 კვ.მ, არსებული სარდაფის ფართობად -5.90 ნიშნულზე 86.39 კვ.მ, არსებული სარდაფის ფართობად -3.10 ნიშნულზე 165.25 კვ.მ, არსებული პირველი სართულის ფართობად 204.22 კვ.მ, საპროექტო ანტრესოლის ფართობად 359.68 კვ.მ, ბრძანებიდან ამოღებულ იქნეს არსებული სარდაფის ფართობი - 301.41 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 12 ნოემბრის №01/2560 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 12 ნოემბრის №01/2560 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 12 თებერვალი, 2018გადაწყვეტილება3813710 - თანხმობა
- 29 იანვარი, 2018ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- asatvirti.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა